კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: მაღაზიათა ქსელი
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
მაღაზიათა ქსელი აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე, სრულ განაკვეთზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** დარბაზში პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ფლობა;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.
** აუცილებელია რიცხვითი შინაარსის ინფორმაციით ოპერირების უნარი.
** სასურველია მსგავსი პროფილის კომპანიებში (ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის მაღაზიათა ქსელი) გაყიდვების მოლარის ან კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ფლობა

სხვა მოთხოვნები: მნიშვნელოვანია კანდიდატი იყოს თავაზიანი, ენერგიული, მოწესრიგებული და შეეძლოს დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობა;

ფიქსირებული ყოველთვიური ანაზღაურება: 600 ლარი და ყოველთვიური ბონუსი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზუმე CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@victoria98.com.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება - "კონსულტანტი- მაღაზიათა ქსელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ იქნება განხილული.

დავუკავშირდებით მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისი პროფილის მქონე კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე