ინოვაციური პროექტების მართვის განყოფილების უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინოვაციური პროექტების მართვის განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 01 ივნისი / ბოლო ვადა: 14 ივლისი
სს "თიბისი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ინოვაციური პროექტების მართვის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: VC4647
ადგილმდებარეობა: სათაო, რისკების მართვა
კატეგორია: სხვა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

სამუშაოს აღწერა

გუნდის შესახებ:

საკრედიტო ინოვაციების გუნდში ვავითარებთ და ვაწყობთ საკრედიტო პროცესებს ინოვაციური მიდგომებით.

პროცესების აწყობისას ჩვენ პასუხისმგებელი ვართ კლიენტებისთვის მაქსიმალურად მოქნილი და მარტივი პროცესის აწყობაზე, პროდუქტის დაკრედიტების პარამეტრების ჩამოყალიბებაზე, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაზე.

პროექტების მიხედვით გუნდი კომპლექტდება საკრედიტო რისკების, ბიზნესის, მონაცემთა მეცნიერების, პროგრამისტების წარმომადგენლებით, რაც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.

ვის ვეძებთ:

ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, გამოცდილ და ამავე დროს ახალი იდეებისთვის ღია პროფესიონალს, რომელიც გაუძღვება საკრედიტო ინოვაციების გუნდს

რას გააკეთებ:

** შენი მიზანი იქნება კონკრეტული პროექტების წარმატების უზრუნველყოფა
** პროექტის ძირითადი მიზნების განასზღვრა და შეთანხმება შესაბამის პირებთან ბიზნესისა და რისკების მიმართულებებიდან
** პროექტის გუნდთან ერთად იმ საკითხების იდენტიფიცირება, რომლებიც საჭიროებს გაუმჯობესებას როგორც პროცესის თვალსაზრისით, ასევე პროცესის თანმხლები ყველა საკითხის გათვალისწინებით
** გუნდთან ერთად ინიციატივების ჩამოყალიბება არსებული პროცესებისა და მიდგომების რადიკალურად გაუმჯობესების მიზნით
** ინიციატივების დანერგვის უზრუნველყოფა
** პროექტების მსვლელობის შესახებ რეგულარული კომუნიკაცია ბანკის მენეჯმენტთან

კარგი იქნება, რომ გქონდეს:

** 3-5 წლიანი გამოცდილება საკრედიტო რისკების მართვის ან/და დაკრედიტების მიმართულებით
** პროექტების მართვის გამოცდილება
** გუნდის მართვის გამოცდილება
** კომუნიკაციის კარგი უნარი
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://career.tbcbank.ge/Job/4647
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე