ვებ-მენეჯერი/ვებ-რეკრუტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვებ-მენეჯერი/ვებ-რეკრუტერი
მომწოდებელი: იტმს ჯგუფი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
ერთ-ერთი ვებ-პროექტისთვის ვებ-მენეჯერებად/ვებ-რეკრუტერებად გვჭირდება ინგლისური ენის (ან ესპანური, პორტუგალიური, ფრანგული, რუმინული, ბერძნული, იტალიური ან რომელიმე სხვა არასლავური ჯგუფის ევროპული ენის) B2 ან უფრო მაღალ დონეზე მცოდნე თანამშრომლები, ვისაც კვირაში 25 საათით ან მეტი ხნით შეუძლიათ მუშაობა ონლაინ რეჟიმში (უმეტესწილად სახლიდან გაუსვლელად).

ძირითადი მოთხოვნებია:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და სისტემატიზაციის უნარ-ჩვევები;
** მოლაპარაკების წარმოების უნარ-ჩვევები;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევები;
** კომპიუტერით ონლაინ მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ჰქონდეს შესაბამისი ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
** სასურველია გამოცდილება და/ან განათლება რეკრუტინგში.

სამუშაო ადგილი: ძირითადად ონლაინ.
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით, კვირაში მინიმუმ 25 სთ.
ანაზღაურება: 500-დან 2500 ლარამდე, კომპეტენციის, გამოცდილებისა და მუშაობის შედეგების შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ასევე შესაბამისი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი) შემდეგ ელფოსტაზე: hr@itms.ge და "subject" ველში აუცილებლად მიუთითოთ: "ვებ-მენეჯერი/ვებ-რეკრუტერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე