რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: VIVO Medical Group
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
"ვივო მედიქალ ჯგუფი" საქართველოს წამყვანი კლინიკების გაერთიანებაა, რომლის მიზანია ადამიანების ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით, პაციენტზე მორგებული კლინიკებით, საუკეთესო პროფესიონალთა გუნდით და სამედიცინო პერსონალის მუდმივი განვითარების გზით. ჯგუფი აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო, ჟორდანიას კლინიკა.

"ვივო მედიქალ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას შპს "ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ ცენტრში", რეგისტრატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას 1
სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 17:00
ანაზღაურება: 500 ლარი

ძირითადი ფუნქციები:

** პაციენტების რეგისტრაცია;
** ამბულატორიული ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
** პაციენტების ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ;
** დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
** სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსისა და კლინიკის მენეჯერის დავალების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
** სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პასუხისმგებლობა;
** კონფიდენციალობა.

ენები:

** ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი;
** ინგლისური
** რუსული.

კომპიუტერული პროგრამები: კომპიუტერული საოფისე პროგრამები.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@vivomedical.ge 2020 წლის 15 ივნისამდე (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე