Front-End დეველოპერი/სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Front-End დეველოპერი/სტაჟიორი
მომწოდებელი: თიბისი ფეი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 07 ივნისი
"თიბისი ფეი" ვეძებთ front-end დეველოპერების გუნდის სტაჟიორს. შენ, როგორც front-end სტაჟიორი მონაწილეობას მიიღებ საქართველოში ყველაზე მასშტაბური თვითმომსახურების ტერმინალების პროდუქტების განვითარებაში, მის ბიზნეს შედეგებზე და მომხმარებლის გამოცდილებაზე. შენ იქნები მომხმარებელზე ორიენტირებული გუნდის წევრი, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით ცდილობს გაამარტივოს მომხმარებლის ცხოვრება.

სამუშაო ადგილი: თბილისი

შენ ისწავლი და გააკეთებ ჩვენს გუნდთან ერთად:

** ვებ-გვერდის ფრონტ-ენდის კომპონენტების შექმნა/განვითარებას;
** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და დანერგვას;
** სწრაფი გადახდების ტერმინალებში Front-end-ის ცალკეული კომპონენტების შექმნა/განვითარებას.

უნარები და გამოცდილება, რომლებიც გჭირდება ამ პოზიციისთვის:

** გამოცდილება ვებ დეველოპმენტში - JavaScript
** Web სერვისებთან მუშაობის გამოცდილება
** JavaScript Frameworks (any of this Angular, Vue, React)
** Functional programming
** Typescript/Task runner/S6
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური;
** განვითარებაზე ორიენტირებული.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილების და მუშაობის სტილიდან გამომდინარე).

რეზიუმე შეგიძლია გამოაგზავნო შემდეგ მისამართზე: vacancy@tbcpay.ge არაუგვიანეს 07 ივნისისა. გთხოვ, Subject-ში მიუთითე "front-end დეველოპერი"

შპს "თიბისი ფეი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 17 18 19, ელ ფოსტა: info@tbcpay.ge

გაცნობებთ, რომ შპს "თიბისი ფეი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე