ონლაინ გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ონლაინ გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ზუმერი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელი ზუმერი აცხადებს ვაკანსიას ონლაინ გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://www.zoommer.ge

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

** ონლაინ გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია სხვადასხვა სამსახურებს შორის კოორდინაციაზე ელ. კომერციის განვითარებისთვის მათ შორის: დაგეგმვის, ლოგისტიკის, კონტენტ სტრატეგიის, დიზაინის, მომხმარებელთან ურთიერთობის, ანალიტიკისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.
** ონლაინ გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი, ციფრული მარკეტინგის სამსახურთან ერთად აანალიზებს, შეიმუშავებს და აფასებს მისი მართვის ქვეშ მყოფ პლატფორმებს, მათ შორის კონტენტ სტრატეგიის, მომხმარებელთა გამოცდილების, პრომო აქციებისა და სხვა მიმართულებებით;
** მუდმივად ეცნობა ელექტრონული კომერციის სიახლეებს და უზრუნველყოფს მათ დანერგვას კომპანიაში.
** დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ანაწილებს ფუნქციებსა და მართავს როლებს;
** ზრუნავს დაქვემდებარებული თანამშრომლების განვითარებაზე, მოტივაციასა და სწორ უკუკავშირზე;
** უზრუნველყოფს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას;
** აწარმოებს რეპორტინგს უშუალო ხელმძღვანელთან;

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია ელექტრონული კომერციის სხვადასხვა პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია აიტი ან /და ვებ დეველოპმენტის, SEO ოპტიმიზაციის მიმართულებით პრაქტიკული ან თეორიული ცოდნა;
** B2C და B2B პლატფორმებს შორის განსხვავებების ცოდნა;
** Google analytics, Google advertising tools ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** დელეგირების ძლიერი უნარი;
** პრიორიტეტების მარტივად განსაზღვრის უნარი;
** გამართული პრეზენტაციისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე vacancy@zoommer.ge გთხოვთ, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "ონლაინ გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი ".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე