სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟიორი
მომწოდებელი: ზუმერი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელი, ზუმერი აცხადებს ვაკანსიას საბითუმო სამსახურში სტაჟიორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (წერეთლის გამზირი)
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
სტაჟირების პერიოდი: 3 თვე (შემდგომი დასაქმების პერსპექტივით)
ანაზღაურება: ფიქსირებული

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება, დასაწყობება;
** პროდუქციის განთავსება მიზნობრივად განსაზღვრულ სივრცეში;
** პროდუქციის შეფუთვა სტანდარტის/ინსტრუქციის შესაბამისად;

პიროვნული მახასიათებლები:

** ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** დისციპლინირებული;
** ენერგიული;
** კეთილსინდისიერი;

ჩვენ გთავაზობთ:

** ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო სისტემას;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე vacancy@zoommer.ge და გთხოვთ, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "სტაჟიორი საბითუმო სამსახურში".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე