სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: მაწვნის სახლი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
რესტორანი "მაწვნის სახლი" აცხადებს ვაკანსიებს პოზიციებზე: მეხინკლე, მემწვადე, მიმტანი, დამლაგებელი.

პოზიციის მდებარეობა: კახეთი, სოფელი ალავერდი.

მეხინკლის მოვალეობები:

** ხინკლის მომზადება;
** სამუშაო სივრცეში წესრიგისა და ჰიგიენის დაცვა.

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება სავალდებულოა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი;

მემწვადის მოვალეობები:

** მაყალთან მუშაობა;
** რესტორნის სხვა მზარეულების დახმარება;
** სამზარეულოს მარაგების კონტროლი.
** პროდუქტების ვარგისიანობის კონტროლი.
** პროდუქტების დასაწყობება სანიტარულ/ჰიგიენური ნორმებისა და ფუჭებადობის გათვალისწინებით.
** შესყიდვების განყოფილებას დროულად მიაწოდოს ინფორმაცია მარაგების შევსების მიზნით.

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება სავალდებულოა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი;

მიმტანის მოვალეობები:

** რესტორნის მომზადება სტუმრების მისაღებად;
** სტუმრების მიღება და სტუმარ-მასპინძლობის ნორმების დაცვა;

მოთხოვნები:

** ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სავალდებულოა;
** სამუშაო გამოცდილება სავალდებულოა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი;

დამლაგებლის მოვალეობები:

** დიასახლისის ყოველდღიური მოვალეობების შესრულება.
** მისთვის განსაზღვრულ პერიმეტრზე სისუფთავის შენარჩუნება.

მოთხოვნები:

** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი

დამატებითი ინფორმაცია:

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: Lmakha2013@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე