ლოკალური საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოკალური საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: არომაპროდუქტი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
შპს "არომაპროდუქტი" თავის საქმიანობას ეწევა 1985 წლიდან. ის გახდა წამყვანი, ექსპორტზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც აწარმოებს უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს (ორგანული და არაორგანული კატეგორიის წვენებს, სოუსებს, გაყინულ ხილს და სხვა).

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: http://www.georgiasnatural.com

შპს "არომაპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას ლოკალური საწყობის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** Microsoft Office ცოდნაა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა;
** აკურატულობა;
** მოწესრიგებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე - სქესი - მამრობითი.

მოვალეობები:

** დამხმარე მასალების და მზა პროდუქციის შეკვეთა, მიღება, დასაწყობება და გაცემა;
** დისტრიბუციისთვის შეკვეთის მომზადება;
** საწყობის პერიოდული აღწერა და ინვენტარიზაცია;
** საწყობში წესრიგისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;

სამუშაო გრაფიკი: სრული;
ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: career@georgiasnatural.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

შპს "არომაპროდუქტი" გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე