ტექნიკური ინჟინერი/ხარჯთაღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური ინჟინერი/ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: ენსისი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
სამშენებლო კომპანია "ენსისი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ინჟინერის/ხარჯთაღმრიცხველის თანამდებობაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით;
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო პროცესების კარგი ცოდნა (ტექნიკური, ტექნოლოგიური, ორგანიზაციული);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** პროგრამების AutoCad და ArchiCad-ის ცოდნა;
** Microsoft Project-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სწავლისა და განვითარების სურვილი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** საქმისადმი ეთიკური დამოკიდებულება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტის სარემონტო, სამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების განსაზღვრა;
** საინჟინრო ნახაზების საფუძველზე მასალათა სპეციფიკაციების შემოწმება;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობის და მასალების რაოდენობის განსაზღვრა;
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისობის (ფასი, მოცულობა და ა.შ.) დადგენა, ანალიზი;
** ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება;
** ​ხარჯთაღრიცხვებთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და დამუშავებული პროექტების საფუძველზე, ობიექტის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, 2020 წლის 20 ივნისამდე გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@ensisi.ge

გთხოვთ, ელექტრონული წერილის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ თანამდებობა, რომელზედაც აგზავნით თქვენს მონაცემებს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება, მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე