გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: საკონდიტრო ლილისი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
ტკბილეულის საწარმო - შპს "ლილისი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის მომსახურება - ასორტიმენტის შერჩევა, ანგარიშსწორების წარმოება;
** დახლზე მზა პროდუქტის დალაგება/წარმოჩენა და რეალიზაცია;
** საფასე ნიშნების სწორად განთავსება;
** პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** პროდუქტის ეფექტური პრეზენტაცია;
** მომხმარებელთან ურთიერთობის ეტიკეტის ცოდნა და მომსახურების სტანდარტების სრული დაცვა;
** სალაროს მართვა;
** პროდუქციის ვადების და ვიზუალის კონტროლი;
** სანიტარული ნორმების დაცვა;
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის შეკვეთა;
** მენეჯერის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** მოტივირებული და შრომისმოყვარე.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე.
სამუშაო დრო: 12:30-21:30.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: bakerylilisi@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე