ხორცის ნახევარფაბრიკატების საამქროს ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხორცის ნახევარფაბრიკატების საამქროს ხელმძღვანელი
მომწოდებელი: გუდვილი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 04 ივნისი
"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას ხორცის ნახევარფაბრიკატების საამქროს ხელმძღვანელის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმო პროცესების მართვა;
** საამქროში სიახლეების დანერგვა;
** ნახევარფაბრიკატების დამუშავებისა და დახარისხების კონტროლი;
** პროდუქციის სავაჭრო დარბაზში განთავსების ორგანიზება;
** საამქროს სისუფთავის კონტროლი;
** თანამშრომელთა გრაფიკებისა და ტაბელების წარმოება;
** სამსახურის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;

მოთხოვნები:

** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სხარტი და ანალიტიკური აზროვნების კარგად განვითარებული უნარი;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** პირველადი გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტთან;
** საბოლოო გასაუბრება გენერალურ დირექტორთან;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: hrg@goodwill.ge; სათაურის ველში მიუთითეთ "ხორცის ნახევარფაბრიკატების საამქროს ხელმძღვანელის" წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 4 ივნისი, 2020 წელი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე