ბეტონსაქაჩი ტუმბოს მძღოლ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბეტონსაქაჩი ტუმბოს მძღოლ-ოპერატორი
მომწოდებელი: მინკო მაშინერი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
შპს "მინკო მაშინერი" აცხადებს ვაკანსიას პომპა-მიქსერის იგივე ბეტონსაქაჩი ტუმბოს მძღოლ-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი და თბილისის შემოგარენი.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე.
** სამუშაო საათები: დამოკიდებულია რა დროს არის ობიექტი შესასრულებელი.

ფუნქციები:

** პომპა-მიქსერის მართვა და ობიექტზე ბეტონის გადატუმბვა.
** საექსპლუატაციო და უსაფრთხოების წესების დაცვა
** პომპა მიქსერის ტექნიკური გამართულობის კონტროლი
** პომპა-მიქსერის სუფთად შენახვა.

ანაზღაურება: გამომუშავებაზე, გამოითვლება შესრულებული ობიექტების რაოდენობით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა B, C კატეგორიები.
** მოძრაობის წესების ცოდნა.
** სასურველია ბეტონსაქაჩი ტუმბოს ან ბეტონმზიდის მართვის გამოცდილება. სხვა შემთხვევაში გთავაზობთ ერთ-თვიან უფასო პრაქტიკულ კურსს შემდგომში დასაქმების პერსპექტივით.

პიროვნული მახასიათებლები:

** ყურადღებიანი
** დეტალებზე ორიენტირებული
** პუნქტუალური
** კეთილსინდისიერი
** სტაბილური.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომრებზე: 595 333 603 ილია; 599 309 095 ნიკო
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე