საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობის არსებული პროცედურების ანალიზი და ოპტიმიზაცია, მაქსიმალური შედეგების მისაღწევად.
** ორგანიზაციის უმაღლეს მენეჯმენტთან ერთად, საწყობის განვითარებისთვის ეფექტური საოპერაციო სტრატეგიის შემუშავება.
** საწყობის გამართული მუშაობისთვის ოპტიმალური პროცესებისა და პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და კონტროლი.
** GDP სტანდარტების დაცვა საწყობში, მონიტორინგი და შენარჩუნება.
** სრული პასუხისმგებლობა მარაგებზე და მასზე მკაცრი კონტროლი.
** საწყობების მართვის სისტემების (WMS) კონტროლი და მისი დახვეწა.
** მარაგების საწყობში მიღებისა და საწყობიდან გატანის სრული კონტროლი.
** ყოველდღიური შეკვეთების სრულად დაკმაყოფილება.
** რეგულარული ანგარიშების და სტატისტიკების მიწოდება ორგანიზაციის უმაღლეს მენეჯმენტთან.
** საწყობის თანამშრომლების ტრენინგი.
** საწყობში შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი.
** თანამშრომლების მუდმივი მოტივაცია და გუნდური სამუშაოს ხელშეწყობა.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** GDP სტანდარტით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ფლობა;
** Microsoft Office მაღალ დონეზე ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე:

** ფოტოსურათი 3X4 - 1ც.;
** დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** სარეკომენდაციო წერილები

მისამართზე:

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575).

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 08.06.2020.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისთვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე