ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხ. განყოფილების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხ. განყოფილების სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული ბანკი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
"საქართველოს ეროვნული ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე.

ფასიანი ქაღალდების ბაზრის დეპარტამენტის ამოცანაა: საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტორთა ინტერესების დაცვა, ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობის ღიაობის უზრუნველყოფა, ვაჭრობის სამართლიანი წესებისა და თავისუფალი კონკურენციის დამკვიდრება.

სამუშაოს სპეციფიკა: პოზიცია მოიცავს დინამიურ და მრავალმხრივ სამუშაოს საინტერესო და ძლიერი პროფესიონალების გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები, მათ შორის შიდა და ორგანიზაციის გარეთ ტრენინგების მეშვეობით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საბროკერო კომპანიების, საფონდო ბირჟების, ცენტრალური დეპოზიტარებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების სალიცენზიო განაცხადების განხილვა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
** საზედამხედველო სუბიექტების შეფასება, რისკების ანალიზი, მათი საქმიანობისა და სალიცენზიო პირობების მონიტორინგი;
** საზედამხედველო სუბიექტების ინსპექტირების დაგეგმვა და შემოწმება, შემოწმების ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება;
** საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის კვლევა ბაზრის ინფრასტრუქტურისა და შუამავლების მიმართულებით და მასთან დაკავშირებული ევროდირექტივების შესწავლა/ანალიზი; საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივ დონეზე მოცემული პრაქტიკის დანერგვა/გაზიარება.
** ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინფრასტრუქტურისა და შუამავლებისთვის მარეგულირებელი და საზედამხედველო ჩარჩოს განვითარება.

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება ეკონომიკურ/ფინანსურ სფეროში;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** მუშაობის გამოცდილება: საფინანსო სფეროში მუშაობის 2 წლის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამები: MS Excel, MS Word, MS Outlook, MS Powerpoint
** უცხო ენები: ინგლისური ენა - B2;

საკანონმდებლო ბაზა:

** საქართველოს ორგანული კანონი;
** ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონმდებლობისა და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტები, საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი წესები და ინსტრუქციები;

სასურველია:

** კანდიდატს ჩაბარებული ჰქონდეს CFA-ს პირველი დონის გამოცდა;
** სასურველია რეგულირების სფეროში გამოცდილება;

კომპეტენციები:

** შიდა კომუნიკაციის დაგეგმვა და წარმართვა;
** მოლაპარაკებების წარმართვა; იდეების დასაბუთება, დარწმუნება;
** პრეზენტაციის მომზადება, ჩატარება;
** წერილების, ანგარიშების, შეთავაზებების მომზადება;
** ცვლილებების ინიცირება და მართვა;
** კრიტიკული აზროვნება;
** შედეგზე ორიენტაცია;
** მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტურობა.

ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და განათლების შესაბამისად.

კონკურსის ფორმა:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** ზეპირი ან/და წერითი დავალება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2020 წლის 5 ივნისამდე CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancies@nbg.gov.ge სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე