კიბერუსაფრთხოების განყოფილების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კიბერუსაფრთხოების განყოფილების სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული ბანკი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
"საქართველოს ეროვნული ბანკი" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის კიბერუსაფრთხოების განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე.

კიბერუსაფრთხოების განყოფილების ფუნქციაა: ბანკის საინფორმაციო სისტემების და მისი ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაოს და დავალებების ვადებში შესრულების კონტროლი და პრობლემებზე რეაგირება;
** არსებული სისუსტეების და საფრთხეების იდენტიფიცირების, ანალიზისა და შეფასების უზრუნველყოფა;
** კიბერუსაფრთხოების რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი და შეფასება;
** კიბერინციდენტების პრევენციის და/ან რისკების შემცირების მიზნით შესაბამისი კონტროლების მექანიზმების დანერგვის რეკომენდაციის გაწევა;
** დანერგილი კიბერუსაფრთხოების კონტროლების ტესტირების უზრუნველყოფა;
** კიბერ ინციდენტების აღმოჩენის, რეაგირების, მიტიგაციის, ანგარიშგებისა და აღმოფხვრის პროცესების უზრუნველყოფა;
** ბანკის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის და საინფორმაციო სისტემების სისუსტეებზე სკანირების უზრუნველყოფა;
** ბანკის კიბერ ინფრასტრუქტურაში შეღწევადობაზე ტესტირების უზრუნველყოფა;
** კიბერუსაფრთხოების კუთხით ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ლოგების მონიტორინგისა და ანალიზის უზრუნველყოფა;
** შესაბამისი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების კვლევა, ტესტირება და საჭიროების შემთხვევაში მათი ეროვნულ ბანკში დანერგვა;
** კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ბიზნეს უწყვეტობის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და ტესტირება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია კომპიუტერულ მეცნიერებების, კიბერუსაფრთხოების ან ზუსტი მეცნიერებების განხრით;
** IT უსაფრთხოების სფეროში მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭება კიბერუსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატს;
** საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკების ცოდნა: NIST, ISO27001;
** ქსელების და უსაფრთხოების კომპონენტებისა, მათ შორის ახალი თაობის ბრენდმაუერების, მარშრუტიზატორების, ქსელის პერიმეტრის შეღწევის პრევენციის და აღმოჩენის სისტემებისა და ანტივირუსის პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა;
** LAN/WAN/WLAN ტექნოლოგიების და მათი უსაფრთხოების საფუძვლიანი ცოდნა;
** Microsoft-ის ძირითადი სისტემების ცოდნა: Windows Server, Active Directory, DNS, Exchange Server, SQL Server; Windows PKI;
** სასურველია სისუსტეებზე სკანირების და შეღწევადობაზე ტესტირების გამოცდილება;
** ბიზნეს უწყვეტობის და მაღალმდგრადი სისტემების ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;

კომპეტენციები:

** პროექტების მართვის და გუნდის მუშაობის კოორდინირების უნარი;
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები - დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** კვლევის უნარი;
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა.

ანაზღაურება - განისაზღვრები კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით.

კონკურსის ფორმა:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** წერითი ან/და ზეპირი დავალება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2020 წლის 5 ივნისამდე CV გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancies@nbg.gov.ge. ასევე, სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "კიბერუსაფრთხოების განყოფილების სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე