მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ფინური საერთაშორისო სკოლა
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
"ფინური საერთაშორისო სკოლა" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის თანამდებობაზე.

დასაქმების თარიღი: ივნისი, 2020 წელი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის და PR მიმართულებით);
** 2-3 წელი მინიმუმი გამოცდილება სოციალური მედიის სპეციალისტის ან მსგავს როლში
** ციფრული და სოციალური მედია პლატფორმების ცოდნა და პროფესიული განათლება (Facebook Ads, LinkedIn, SEO (Search Engine Optimization), SEM (Search Engine Marketing), Google AdWords, Google Analytics, Email Marketing;
** SEO-სა და ვებ ნაკადების შეფასების ძირითადი მაჩვენებლების კარგი ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომუნიკაციის და წერის უნარი როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე (მინიმუმ B2) რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სოციალური მედიის სტრატეგიებში, გამოცდილება სოციალური მედიით ბრენდის ცნობადობისა და შთაბეჭდილებების შექმნით;
** სოციალური მედიის საკვანძო ინდიკატორების კარგი ცოდნა;
** ვებ დიზაინისა და გამომცემლობის პრინციპების ცოდნა;
** გამოცდილება შესაბამის აუდიენციის იდენტიფიცირებასთან და მყიდველის პერსონის ტიპის კვლევაში;
** MS Office-ის კარგი ცოდნა, სასურველია Photoshop, Illustrator ან მსგავსი პროგრამების ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური მარკეტინგის გეგმის შემუშავება და შესრულება;
** სოციალური მედიის სტრატეგის განვითარება, დანერგვა და მართვა;
** სკოლის ვებ-გვერდის და სოციალური მედიის გვერდის მართვა/ადმინისტრირება;
** თემატური შინაარსის სარეკლამო ტექსტების შექმნა და განთავსების უზრუნველყოფა;
** სოციალური მედიის ყველაზე მნიშვნელოვანი საკვანძო ინდიკატორების (KPI) განსაზღვრა;
** თითოეული სოციალური მედიის კამპანიის წარმატებულობის დონის შეფასება და გაზომვა;
** სტატიების, სიახლეებისა და სხვა სახის საინფორმაციო მასალების მომზადების უზრუნველყოფა;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** სოციალური მედია კამპანიის და სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და მომხმარებელთა ჩართულობის გაზრდა;
** საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია (SEO);
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და სარეკლამო და მედია კომპანიებთან ურთიერთობების წარმართვა;
** კომპანიის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
** მიმდინარე სოციალური მედიის ტრენდების, საუკეთესო პრაქტიკებისა და ტექნოლოგიების გაცნობა ათვისება;
** ისეთი მარკეტინგული საშუალებების გამოყენება სოციალურ მედიაში, როგორიც არის Buffer;
** copywriter დიზაინერებთან მუშაობა, რათა უზრუნველყოს მასალების შინაარსის ინფორმატიულობა და მიმზიდველობა;
** მარკეტინგის, გაყიდვების და პროდუქტის განვითარების სამსახურებთან თანამშრომლობა;
** საძიებო სისტემის ოპტიმიზაციისა და მომხმარებელთა ჩართულობის მონიტორინგი და შინაარსის ოპტიმიზება;
** დარგის პროფესიონალებსა და influencer-ებთან აქტიური კომუნიკაციით ძლიერი ქსელის ჩამოყალიბება;
** კომპანიის სხვადასხვა ღონისძიებებზე დასწრება;
** განათლების კონფერენციებზე დასწრება;
** გუნდის წევრებთან ერთობლივი მუშაობა კომპანიის წინაშე მდგარი სხვადასხვა ამოცანების გადასაწყვეტად.

აღნიშნული სამუშაოს შესრულებისთვის აუცილებელი უნარები:

** პროფესიონალური ხარისხის წერილობითი დოკუმენტაციისა და პრეზენტაციის შედგენის უნარი;
** კრიტიკული აზროვნება და ამოცანების გადაწყვეტის უნარი;
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** კრეატიულობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვისა და კონტროლის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კონსტრუქციული უკუკავშირის უზრუნველყოფის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური, დისციპლინირებული.

სამუშაოს გრაფიკი:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;
** სამუშაო საათები: 09:00-18:00 სთ (1-საათიანი შესვენებით).

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ-მისამართზე: recruitment@agh.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მარკეტინგის სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 05 ივნისი, 2020 წელი.

გასაუბრებისთვის განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა რეზიუმე პასუხობს სავაკანსიო მოთხოვნებს.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე