DevOps ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: DevOps ინჟინერი
მომწოდებელი: მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 12 ივნისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ "მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას DevOps ინჟინრის (Engineer) პოზიციაზე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ "მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო" სხვა ფუნქციებთან ერთად ახორციელებს საკრებულოს, მერიის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, ასევე თბილისის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ერთიანი ელექტრონული სერვისების პორტალის შექმნას და ტექნიკურ მხარდაჭერას.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ვაკანტური ადგილი: 2

DevOps ინჟინრის (Engineer) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** Kubernetes ან OKD კლასტერის გამართვა და მოვლა.
** ​აპლიკაციებისთვის პროდაქშენ და დეველოპმენტ გარემოების შექმნა - CI/CD pipeline ების გამართვა პროექტებისთვის
** აპლიკაციების პლატფორმის მონიტორინგის სისტემისთვის თვალის დევნება და პრობლემების რეპორტინგი.

DevOps ინჟინრის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Docker Containers
** Kubernetes
** Openshift ან OKD
** Jenkins
** Bitbucket
** slack

სხვა მოთხოვნები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 12 ივნისი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ განაცხადი ელექტრონულ მისამართზე: hr@msda.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: DevOps ინჟინერი (Engineer). რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

კონკურსის პირველი ეტაპი: განაცხადების გადარჩევა
მეორე ეტაპი: გასაუბრება

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე