მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: უკვე
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
ენერგიული, კომუნიკაბელური, მოტივირებული, პასუხისმგებლიანი, დეტალებზე ორიენტირებული - თუ ეს სიტყვები შენს ხასიათს და პროფესიულ მიდგომებს შეესაბამება, მაშინ შენ სწორ ადგილას მოხვდი - შენ "უკვეს" გუნდს სჭირდები.

"უკვე" ეძებს მოტივირებულ მოლარე ოპერატორს, რომელიც ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება და ექნება საშუალება, რომ გამოავლინოს და გააუმჯობესოს საკუთარი პროფესიულ უნარ-ჩვევები.

სამუშაო განაკვეთი: თვეში 176 სამუშაო საათი (კვირაში ხუთი სამუშაო დღე, ორი - დასვენების)

ფუნქციები:

** პროგრამებთან და სალარო აპარატთან მუშაობა
** ონლაინ და Eat In შეკვეთების მიღება და დელეგირება
** მომხმარებელთან კომუნიკაცია
** ფინანსური მიზნების შესრულებაში ჩართულობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა
** ​ტექნოლოგიებთან ურთიერთობის უნარი
** მრავალი სამუშაოს ერთდროულად შესრულების უნარი

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** თავაზიანობა
** ხარისხზე და დეტალებზე ორიენტირებულობა

ჩვენი კომპანიის გარემოში, თანაბრად ფასდება, როგორც პროფესიული გამოცდილება, ასევე კანდიდატის მიერ გამოვლენილი მოტივაცია სწავლისთვის და ახალი უნარების ასათვისებლად. ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრი, მიუხედავად რანგისა, ასახავს კომპანიის ღირებულებებს თავისი მუშაობის თუ მომხმარებლის ურთიერთობის ეთიკით.

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: info@ukve.ge

შეხვედრამდე!

"უკვე"-ს გუნდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე