ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაოს შესრულება მოითხოვება დისტანციურად.

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს - იურიდიული და საადვოკატო მომსახურების გაწევა ფიზიკური პირებისათვის.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება;
** მომხმარებელთა მომსახურება ონლაინ ჩატის მეშვეობით;
** კომპანიის არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია;
** კომპანიის კლიენტების მოთხოვნების და საჭიროებების გაცნობა;
** მოთხოვნების/განაცხადების დარეგისტრირება და აღრიცხვა;
** მარკეტინგული კვლევებისთვის საჭირო ზარების განხორციელება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე დახვეწილი მეტყველების უნარი;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის უნარი საბაზისო დონეზე;
** ინგლისური ენის ცოდნა და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

აუცილებელი უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00-დან 19:00 სთ-მდე) ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო ადგილი: დისტანციურად

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: Georgia.Law@AdaptiveRecruitment.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე