დამხმარე კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე კონსულტანტი
მომწოდებელი: შენი მარკეტი
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
კომპანია "შენი მარკეტი" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე კონსულტანტის თანამდებობაზე.

სქესი: მამრობითი
სამუშაო ადგილი: თბილისი, მეტრო ავლაბარი, ლ. მესხისშვილის 10

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა მომსახურების სტანდარტების დაცვით და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზე;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის საფუძვლიანი შესწავლა;
** გაყიდული პროდუქციის სანაცვლოდ თაროების დროულად შევსება;
** ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება;
** საწყობში პროდუქციის ჩატანა დალაგება

მოთხოვნები:

** პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი;
** გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, პუნქტუალურობა;
** ეფექტური კომუნიკაციის და მომსახურების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

პირობები:

** გრაფიკი: 09:00-16:00;
** ანაზღაურება: 400 ლარი (გარანტირებული) ან დღიური 15 ლარი ხელზე
** დასვენება:კვირაში 1 დღე (კვირა)

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV თანდართული ფოტოსურათით ელ. მისამართზე shenimarketi1@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე