ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ალგანი
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
დაცვის კომპანია "ალგანი", რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს "ალგანის" პორტფოლიო 6000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1900-მდე ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაცვის კომპანია "ალგანი"-ს ქ. ქუთაისის რეგიონალური განყოფილება აცხადებს მიღებას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ან/და ადრესატთან გადამისამართება;
** კორესპონდენციის მომზადება და გაგზავნის უზრუნველყოფა;
** დოკუმენტაციის აღრიცხვა და დაარქივება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
** სავალდებულოა კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 - 19:00 საათი, შაბათს 10:00 - 14:00 საათი.
ანაზღაურება: 350 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 577 047 039 ლევან კუჭუხიძე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე