კიბერუსაფრთხოება + ეთიკური ჰაკინგის ონლაინ კურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კიბერუსაფრთხოება + ეთიკური ჰაკინგის ონლაინ კურსი
მომწოდებელი: Next IT Academy
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
ნექსთ აიტი აკადემია აცხადებს მიღებას კიბერუსაფრთხოება + ქსელის უსაფრთხოება + ეთიკური ჰაკინგის ონლაინ კურსზე.

კურსის ხანგრძლივობა: 2-2.5 თვე
სალექციო დღეები: კვირაში 3 დღე - სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი
ლექციების ჩატარების დრო: საღამოს საათები (20:00-დან 22:00-მდე)
ლექციების ხანგრძლივობა: 2-2.5 საათიანი ლექცია
სწავლის ჯამური ღირებულება: 500 ლარი, გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივადაც (თვეში 250 ლარი);
ლექციები ჩატარდება Cisco Webex პროგრამით, რომელიც მოგცემთ ნებისმიერი მოწყობილობით (პერსონალური კომპიუტერი, ლეპტოპი, პლანშეტი, მობილური - Android, iOS) ჩართვის საშუალებას.
სასწავლო მასალები და ვიდეო ჩანაწერები განთავსდება ელექტრონულ ფორმატში.

სწავლა დაიწყება 2 ივნისს (საღამოს 20:00 საათზე).

რეგისტრაციისთვის უნდა დარეკოთ ქვემოთ მოცემულ ნომრებზე, გაგესაუბრებათ ინსტრუქტორი და მოგცემთ რეგისტრაციისთვის საჭირო მითითებებს.

ტელ: 551 40 12 34, 558 19 04 07
ელ-ფოსტა: nextitacademy@gmail.com
Facebook: https://www.facebook.com/Next.IT.Academy/
Facebook: https://www.facebook.com/profile.php?id=100015009244099

გაიცემა ხუთი სერტიფიკატი:

1) Cisco - Introduction to Cybersecurity
2) Cisco - Cybersecurity Essentials
3) Cisco - Cybersecurity Operations
4) Cisco - CCNA Security
5) Next-ITsecurity

ამ სერტიფიკატების გარდა მსმენელი სრულიად მზად იქნება ჩააბაროს Certified Ethical Hacking (CEH) ოფიციალური გამოცდა

ზოგადი ინფორმაცია:

** კურსის განმავლობაში შესრულებული იქნება უამრავი პრაქტიკული დავალება, რაც გაგიადვილებთ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას;
** უზრუნველყოფილი იქნებით კურსისთვის საჭირო ყველანაირი პროგრამული უზრუნველყოფით;
** პრაქტიკული დავალებები შესრულდება Windows, Ubuntu/Kali/Parrot/Arch Linux, Cisco IOS ოპერაციულ სისტემებზე და კონკრეტულ აპლიკაციებში;
** განხილული იქნება უსაფრთხოების შესამოწმებელი პროგრამები, ასევე Kali Linux და მისი შეღწევადობის ტესტირების უტილიტები;
** კურსდამთავრებულს შეეძლება მუშაობა როგორც მცირე, ისე მსხვილ ორგანიზაციაში;
** კურსი რეკომენდებულია როგორც დამწყები, ისე ამ სფეროში მომუშავე პირებისთვის;
** კურსის დასრულების შემდგომ მსმენელს შეეძლება მუშაობა კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსად, ქსელის უსაფრთხოების სპეციალისტად ან კიბერუსაფრთხოების სპეციალისტად.

სასწავლო კურსის პროგრამა:

** კიბერუსაფრთხოება: ინფორმაციული სისტემების საფრთხეების აღწერა;
** კიბერუსაფრთხოება: მავნე პროგრამებისა და მათგან თავდაცვის მეთოდების განხილვა
** კიბერუსაფრთხოება: გავრცელებული საფრთხეები, თანამედროვე თავდასხმების კლასიფიკაცია (Dos/DDOS, Main-in-the-Middle, Sniffing, Phishing, Injection, Spoofing, Zero-Day და ა.შ); მათთან ბრძოლის მეთოდების განხილვა
** კიბერუსაფრთხოება: იდენტიფიკაცია, აუთენტიკაცია, ავტორიზაცია, ანგარიშგება (AAA) Windows, Linux სისტემებში
** კიბერუსაფრთხოება: უფლებათა დონეების განსაზღვრა, როლები; წვდომის კონტროლის ტიპები; ინფ. რესურსებზე წვდომების განსაზღვრა და კონტროლი;
** ქსელის უსაფრთხოება: ქსელური მოწყობილობების უსაფრთხოება: მოწყობილობასთან წვდომის დაცვა, ადმინისტრაციული როლების დანიშვნა, უსაფრთხო მარშრუტიზაცია
** ქსელის უსაფრთხოება: AAA; RADIUS და TACACS+ სისტემების აწყობა
** ქსელის უსაფრთხოება: ქსელური მოწყობილობების უსაფრთხოება (პრივილეგიები, როლები, OSPF-Security, NTP Security, SNMP security, SSH)
** ქსელის უსაფრთხოება: ფაიერვოლ ტექნოლოგიები - Access Lists;
** ქსელის უსაფრთხოება: ფაიერვოლური ტექნოლოგიების იმპლემენტაცია (DMZ, ZPF)
** ქსელის უსაფრთხოება: შემოჭრების გამოვლენისა და პრევენციის სისტემები (IDS/IPS)
** ქსელის უსაფრთხოება: ლოკალური ქსელის უსაფრთხოება;
** კიბერუსაფრთხოება: საბოლოო მოწყობილობების უსაფრთხოება და ანალიზი
** ქსელის უსაფრთხოება: მეორე შრის უსაფრთხოება (პორტების უსაფრთხოება, VLAN Security, ARP Security, STP-Security, DHCP Security და ა.შ)
** კიბერუსაფრთხოება: კრიპტოგრაფიული სისტემები: შიფრაცია/დეშიფრაცია; შიფრაციის ალგორითმები
** კიბერუსაფრთხოება: მონაცემთა მთლიანობა, მთლიანობის კონტროლი; ჰეშირება; ჰეშირების ალგორითმები
** კიბერუსაფრთხოება: კრიპტოგრაფია ღია გასაღებით: ციფრული ხელმოწერა, ციფრული სერტიფიკატები
** ქსელის უსაფრთხოება: ვირტუალური კერძო ქსელების (VPN) დანერგვა
** ქსელის უსაფრთხოება: ASA Firewall-ის კონფიგურაცია (CLI-ით და ASDM-ით)
** ქსელის უსაფრთხოება: უსაფრთხოება კაბელურ და უკაბელო მარშრუტიზატორებში (TP-Link, MikroTik);
** ქსელის უსაფრთხოება: ქსელური ტრაფიკების ანალიზი
** კიბერუსაფრთხოება: ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკები, სტანდარტები, რეკომენდაციები და პროცედურები; კანონმდებლობის საკითხები
** კიბერუსაფრთხოება: რისკების ანალიზი, ბიზნეს უწყვეტობა, აქტივების იდენტიფიკაცია, აქტივების კლასიფიკაცია
** კიბერუსაფრთხოება: საწარმოო ქსელების უსაფრთხოება; DLP, CyberArk, WAF, SIEM
** კიბერუსაფრთხოება: ინფორმაციის ანალიზი შემოჭრების შესახებ
** კიბერუსაფრთხოება: ინციდენტზე რეაგირება და დამუშავება
** კიბერუსაფრთხოება: ლოგ ფაილების ანალიზი
** კიბერუსაფრთხოება: ინციდენტების ანალიზი SGUIL, ELSA, Wireshark და სხვა პროგრამებით
** კიბერუსაფრთხოება: ოპერაციული სისტემების, სერვერების, ქსელის გამაგრება (Hardening)
** ეთიკური ჰაკინგი: ინფორმაციის მოპოვება და დაზვერვა, ქსელის სკანირება, ქსელის აღწერა,
** ეთიკური ჰაკინგი: სისუსტეების სკანირება და აღმოჩენილი სისუსტეების აღმოფხვრა
** ეთიკური ჰაკინგი: სისტემის ჰაკინგი, მავნე კოდის საფრთხეები, ტროიანის შექმნა და ჩანერგვა მსხვერპლის სისტემაში;
** ეთიკური ჰაკინგი: მავნე პროგრამის რევერსული ინჟინერია, სენდბოქს სისტემასთან მუშაობა
** ეთიკური ჰაკინგი: Man-in-the-Middle შეტევის შექმნა
** ეთიკური ჰაკინგი: სნიფინგი, სოციალური ინჟინერია
** ეთიკური ჰაკინგი: DoS შეტევების შესრულება, სესიის მიტაცება, IDS-ფაიერვოლ სისტემებზე და სატყუარებზე თავის არიდება
** ეთიკური ჰაკინგი: ვებ-სერვისების და ვებ-აპლიკაციების ჰაკინგი, SQL ინექცია
** ეთიკური ჰაკინგი: უკაბელო ქსელის გატეხვა, უსაფრთხოება უკაბელო ქსელებში
** ეთიკური ჰაკინგი: მობილური პლატფორმების გატეხვა, მობილური მოწყობილობების უსაფრთხოება
** ეთიკური ჰაკინგი: IoT-ის განხილვა, IoT-ის გატეხვა, უსაფრთხოება IoT ტექნოლოგიებში
** ეთიკური ჰაკინგი: ღრუბლოვანი გამოთვლის სისტემები, უსაფრთხოება ღრუბლოვან სისტემებში
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე