ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
"თიბისი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის (TA ავტომატიზაციის ინჟინერი).

ვაკანსიის კოდი: VC4635
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო
მოქმედების ვადა: 11.06.2020
კატეგორია: სხვა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება

სამუშაოს აღწერა:

თიბისი ბანკის ეჯაილ (Agile) გუნდში, რისკების IT განვითარების ლიგაში, ვეძებთ TA ავტომატიზაციის ინჟინერს, რომელიც თიბისის პლატფორმებისთვის იმუშავებს ავტომატური ტესტების შექმნასა და განვითარებაზე

ვის ვეძებთ:

** თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;
** გაქვს ვებ სერვისებთან (SOAP, REST), XML-თან (XML/XSD, XSLT/XPath) სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;
** გაქვს რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია Microsoft SQL Server);
** გაქვს C#, Java ან სხვა პროგრამირების ენის ცოდნა და გამოცდილება;
** გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და ახალი გადაწყვეტების შექმნა;
** გაქვს ანალიტიკური, აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
** გაქვს სიახლეების სწრაფად ათვისების და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად;

რას გააკეთებ?

** ჩაერთვები ავტომატური ტესტების დეველოპმენტში Open Source ინსტრუმენტების გამოყენებით;
** Devops ინსტრუმენტების გამოყენებით უზრუნველყოფ ავტომატური ტესტების ინტეგრაციას პროგრამული უზრუნველყოფის build-თან და ჩაერთვები continuous integration-ის პროცესში;
** შეიტან ცვლილებებს არსებულ იმპლემენტაციებში;
** ჩაერთვები Performance ტესტირების პროცესში და გასცემ რეკომენდაციებს სისტემის სანდოობასა და მასშტაბირებაზე;
** ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს მოთხოვნების და ამოცანების ანალიზში;
** მონაწილეობას მიიღებ გუნდის საერთო რესურსების, ბიბლიოთეკების, დეველოპმენტის პრინციპების და მიდგომების განვითარებაში;

კარგი იქნება:

** იცნობდე Selenium Webdriver / Selenide ბიბლიოთეკას;
** გქონდეს ვერსიის კონტროლთან მუშაობის გამოცდილება (Git, TFS);
** გქონდეს Devops ინსტუმენტთან მუშაობის გამოცდილება

რას გთავაზობთ:

** მყუდრო სამუშაო გარემოს;
** დამოუკიდებელ და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
** კომპეტენციის მუდმივ ზრდას ტრენინგებით და სემინარებით.

დამატებითი ინფორმაცია

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/4635
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე