მედიაპროექტის გრანტებისა და ადმინისტრირების უფროსი ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მედიაპროექტის გრანტებისა და ადმინისტრირების უფროსი ოფიცერი
მომწოდებელი: გოუ ჯგუფი მედია
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 03 ივნისი
Go Group Media აცხადებს ვაკანსიას გრანტებისა და ადმინისტრირების მთავარი ოფიცერის პოზიციაზე, რომელსაც დაევალება მთიან ყარაბაღში არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებული მედიაპროექტის გრანტების მენეჯმენტის განხორციელება, გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების მართვა, პროექტის იმპლემენტაცია, მონიტორინგი და ანალიზი. ამას გარდა,

გრანტების მენეჯმენტის მხარდაჭერა:

** გადახდები და შესყიდვები: გადახდასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის ხელმოწერების ავთენტურობის გადამოწმება და საჭირო თანდართული საბუთებით უზრუნველყოფა.
** ბიუჯეტის მონიტორინგი: პროექტის ანგარიშების რეგულარული განახლებისა და ანალიზის მხარდაჭერა და ბიუჯეტების მონიტორინგი.
** ხარჯვის გეგმები: პროექტში ჩართულ კოლეგებთან და ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან თანამშრომლობით აქტივობებზე დაფუძნებული ხარჯვითი გეგმის შემუშავება და იმპლემენტაცია
** ქეშფლოუს მენეჯმენტი: პროექტის ქეშფლოუს განკარგვის კონტროლი - ცალკეული აქტივობების დროულად შესრულების უზრუნველყოფის მიზნით
** ფინანსური ანგარიშების წარმოება: ფინანსური ანგარიშების შექმნა და ანალიზი
** საპარტნიორო და საკონსულტაციო ქვეკონტრაქტები: ყოველთვიური ფინანსური ანგარიშების ანალიზი და დამხმარე დოკუმენტების შესაბამისობისა და სისრულის კონტროლი
** გრანტის აუდიტი: პროგრამის აუდიტის მხარდაჭერა

პროგრამის ადმინისტრირება:

** ანგარიშგების ტაბელები: ანგარიშგების ტაბელების ყოველთვიური აკუმულაცია, სახელფასო დავალიანების ამსახველი დოკუმენტების განახლება და დედლაინების გაწერა, სახელფასო გეგმის გამოყენება სამუშაო პროცესში
** ოპერაციული სისტემები ოპერაციული სისტემების (მათ შორის უსაფრთხოების გეგმების, ადამიანური რესურსების მენეჯმენტის სისტემებისა და ა.შ.) გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** ინფორმაციის მენეჯმენტი: პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და გრანტთან დაკავშირებული ინფორმაციის ზუსტი და მკაცრი აღრიცხვა; პროგრამის კალენდრის, საკონტაქტო ქსელისა და მონაცემთა ბაზების გამოყენება სამუშაო პროცესში
** კომუნიკაცია: მკაფიო და ეფექტიანი კომუნიკაცია რეგიონში მცხოვრებ პარტნიორებთან და კონტრაქტორებთან

პროექტის იმპლემენტაციის მხარდაჭერა:

** ღონისძიების ლოგისტიკა: პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების (მრგვალი მაგიდების, დიალოგების, ტრენინგებისა და ა.შ.) საბიუჯეტო და საორგანიზაციო მხარდაჭერა, ღონისძიებების დაბრკოლებების გარეშე გამართვის უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს ბილეთების შესყიდვას, საცხოვრებელი და შეხვედრების გასამართად საჭირო ობიექტების დაჯავშნას, ღონისძიების მონაწილეთა კვების, ტრანსპორტირებისა და ყოველდღიური დანახარჯების მონიტორინგს, პროექტის თანმდევი ღონისძიებების კულტურული პროგრამების შემუშავება-რეალიზაციას და ა.შ. ამას გარდა, ასევე გულისხმობს შესყიდვების პირობების შესაბამისობის დამოწმებასაც.
** ადმინისტრირება: პროექტში ჩართული პერსონალისა და კონსულტანტებისათვის სათანადო საერთო ფინანსური, ან ადმინისტრაციული დახმარების აღმოჩენა - საჭიროების შემთხვევაში

მოთხოვნები:

** სათანადო განათლება ფინანსების, ან ბიზნესის სფეროში
** არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური და ადმინისტრაციული განყოფილებების მუშაობის სპეციფიკის ცოდნა პროექტის ციკლის თავისებურებების ცოდნა
** ქართულად/ინგლისურად/რუსულად გამართულად წერა და საუბარი
** გამოცდილება ღონისძიებების მენეჯმენტში, ლოგისტიკაში და ა.შ.
** სასურველია შესაბამისი გამოცდილება გრანტების მენეჯმენტის სფეროში.
** ადმინისტრატორად მუშაობის გამოცდილება - საბაზისო გამოცდილება ეფექტურობისა და ეფექტიანობის მისაღწევად თრექინგის სისტემის შემუშავებაში, მაგალითად, ელექტრონული ცხრილების, ან არასამთავრობო ორგანიზაციის სტრუქტურის შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების წესის დანერგვის სახით.
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელექტრონულ ცხრილებთან დაკავშირებული ნიუანსების (სათანადო ფორმულების გამოყენების, მონაცემთა ბაზების ანალიზისა და ფინანსური მონაცემების მენეჯმენტთან დაკავშირებული დეტალების) ცოდნა
** განსაკუთრებული ყურადღება დეტალების მიმართ - განსაკუთრებით ფინანსური მონაცემების მენეჯმენტის სფეროში.
** კარგი საკომუნიკაციო უნარები (მ.შ. გუნდური მუშაობის უნარი და ქსელურ სისტემაში ოპერირების უნარი.
** პრაგმატულობა, სტრესულ სიტუაციებსა და მკაცრი დედლაინების პირობებში მუშაობის უნარი. პრიორიტეტების მკაფიოდ განსაზღვრის უნარი.
** მიუკერძოებლობის შენარჩუნების უნარი. განსხვავებული მოსაზრებების არსებობის გააზრებისა და სხვადასხვა კულტურული ფესვების მქონე ადამიანებთან ერთად მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

დაინტერესების შემთხვევაში, აპლოიკანტმა უნდა გამოგზავნოს რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულმისამართებზე: SDavies@internationalalert.org და maka.tsnobiladze@gogroupmedia.net და გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ: "Senior Grants & Admin Officer".

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 3 ივნისი 18:00 საათი.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე