ტენდერი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე
მომწოდებელი: საქართველოს სამედიცინო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
კავშირი "საქართველოს სამედიცინო ჯგუფი" აცხადებს ღია ტენდერს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე.

პროექტის დასახელება: "The WASH strategy implementation in the rural areas of Autonomous Republic of Adjara of Georgia"

საქართველოს სამედიცინო ჯგუფი ახორციელებს USAID-ის მიერ დაფინასებულ პროექტს, რომლის ფარგლებშიც მიდინარე წელს სამშენებლო-სარეაბილტაციო სამუშაოები განხორციელდება შემდეგ ობიექტებზე ქობულეთის მუნიციპალიტეტში: 1. სოფელ კვირიკეს N2 საჯარო სკოლა; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში: 2. სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლა 3. სოფელ ჩაისუბანის საჯარო სკოლა 4. სოფელ ხელვაჩაურის საჯარო სკოლა ჩასატარებელი სამუშაოები დეტალურად არის გაწერილი მიმაგრებულ ფაილებში.

სატენდერო დოკუმენტაცია შედგება განმარტებითი ბარათის, მასალათა სპეციფიკაციის, ნახაზებისა და მოსალოდნელ სამუშაოთა ჩამონათვალისაგან. სამუშაოთა ჩამონათვალი შეიძლება შეიცვალოს, ხოლო ჩასატარებელ სამუშაოთა რაოდენობა დადგინდება შემსრულებელი ორგანიზაციისა და დამკვეთის ერთობლივი მუშაობით.

სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ: https://www.dropbox.com/s/hzrxm3st48eq8il/gmg-tender-constr.zip?dl=0

ინტერესის შემთხვევაში გთხოვთ, 11.06.2020 -ის 18:00 საათამდე გამოაგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: GMG.WASH@gmail.com

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.

გთხოვთ, წარმოადგინოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

1. ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები);
2. ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით) და წესდების ასლი;
3. ცნობა საგადასახადო დეპარტამენტიდან რომ მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ანგარიშზე არ აღირიცხება დავალიანება;
4. ცნობა საჯარო რეესტრიდან ორგანიზაციის ქონებაზე ყადაღის არ არსებობის შესახებ;
5. ცნობა საქალაქო სასამართლოდან იმის შესახებ რომ არ მიმდინარეობს ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, გაკოტრების ან სანაციის პროცესი;
6. ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში ანალოგიური (საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესრულების შესახებ (სამუშაოთა მითითებებით) შესაბამისი რეკომენდაციებით;
7. პროექტში მონაწილე თანამშრომელთა სია და მათი კვალიფიკაციები;
8. შევსებული ხარჯთაღრიცხვა;

გთხოვთ გაითვალისწინოთ, კავშირი "საქართველოს სამედიცინო ჯგუფი" ზემოაღნიშნულ პროექტს ახორციელებს USAID-ის დაფინანსებით და შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისგან. გთხოვთ, წარმოდგენილი ფასები არ შეიცავდეს დღგ-ს გადასახადს.

გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა და მიამაგროთ ელ-ფოსტის მესიჯს ფაილის სახით. ელ-ფოსტის subject-ში მიუთითეთ: CONSTRUCTION-REHABILITATION.

პროცედურული შეკითხვების შემთხვევაში შემოთავაზებების გამოგზავნამდე არაუგვიანეს 2 დღისა მიმართეთ:

ქალბატონ თამარ ბერიძეს
tamar.beridze84@gmail.com

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ განიხილება. შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დასრულდებ 14.06.2020-სთვის.

შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს შეკვეთის შესრულების უმოკლესი ვადები.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე