ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დასაქმებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დასაქმებით
მომწოდებელი: ICN
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დასაქმებით

"საინფორმაციო ცენტრების ქსელი" (ICN) გამოცემებისთვის http://Mtisambebi.ge და http://Reginfo.ge აცხადებს კონკურსს თბილისის და კახეთის ოფისებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

სტაჟირების პროგრამა სამთვიანია. პირველ თვეში ორგანიზაცია დაფარავს მხოლოდ მონაწილეთა ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯებს, მომდევნო ორ თვეში სტაჟირების მონაწილეები მიიღებენ ანაზღაურებას თვეში 800-1000 ლარის ოდენობით (გადასახადების ჩათვლით).

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სრულწლოვან ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ მულტიმედია, დოკუმენტალისტიკა და ადვოკატირება. პრიორიტეტი მიენიჭებათ ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში უმაღლესი განათლების, თხრობისა და წერის, ფოტო და ვიდეოგადაღების კარგი უნარების მქონე კანდიდატებს.

შერჩეული კანდიდატები სტაჟირების პერიოდში შეისწავლიან: ინფორმაციის წყაროებთან, მონაცემთა ბაზებთან მუშაობას; ინფორმაციის გამოთხოვას სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან და დამუშავებას; ახალი ამბების, აქტუალური თემების მოძიებას და დამუშავებას; წინასწარ დაგეგმვას; ფოტო-ვიდეო გადაღებას; მონტაჟს; ტექსტის წერას; ახალი ამბებისა და მულტიმედია რეპორტაჟების მომზადებას; ადვოკატირებას.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ანკეტა და გამოგზავნეთ 2020 წლის 30 მაისის ჩათვლით.

ანკეტის შევსებისას ყურადღება მიაქციეთ სამოტივაციო ნაწილს, სადაც უნდა განმარტოთ რატომ გსურთ სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა. საინფორმაციო ცენტრების ქსელი პროგრამისთვის სულ 5 ახალგაზრდის შერჩევას გეგმავს.

შერჩეულ კანდიდატებს ივნისის დასაწყისში ჩაუტარდებათ გასაუბრება.

ICN წარმატებულ სტაჟიორებს დაასაქმებს მულტიმედია რეპორტიორის, ოპერატორი-მემონტაჟის, პროექტის კოორდინატორის ასისტენტის პოზიციებზე.

http://www.Mtisambebi.ge საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსია. პროექტის მიზანია ისეთი დასახლებებიდან, როგორიცაა თუშეთი, ხევსურეთი, ფშავი, მთიულეთი, ხევი, თრიალეთი, სამცხე - ჯავახეთი, მთიანი აჭარა, რაჭა - ლეჩხუმი და სვანეთი ახალი ამბების მომზადება და გავრცელება. გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მთიან რეგიონებში არსებული პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობას.

http://www.Reginfo.ge ინტენსიურად აშუქებს საქართველოს რეგიონებში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან პრობლემებს ახალი ამბებისა და რეპორტაჟების საშუალებით; მონიტორინგს უწევს ადგილობრივი თვითმმართველობისა და ცენტრალური ხელისუფლების საქმიანობას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე