სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება
მომწოდებელი: Prime Legal
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
იურიდიული კომპანია Prime Legal აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე შემდგომი დასაქმებით.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: არაანაზღაურებადი
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-დან 6 თვემდე.

ჩვენ გთავაზობთ:

** მუდმივ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებას;
** სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში - დასაქმებას;
** სტაჟირების დასრულების შემდგომ, სერთიფიკატს და შესაბამის რეკომენდაციას.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის კლიენტებისთვის კორპორაციული დოკუმენტების მომზადება/რევიზია;
** სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების და სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა;
** კომპანიის კლიენტების წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში.

ძირითადი მოთხოვნები:

** იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ბაკალავრის ხარისხი;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
** ინგლისური ან/და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** შრომისმოყვარეობა;
** კარგი კომუნიკაციის და დარწმუნების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი.

კარიერული წინსვლისა და განვითარებისათვის, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ფოტოსურათთან ერთად ელ.ფოსტაზე: hr@primelegal.ge და გთხოვთ, პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ. ფოსტის სათაურში (subject), წინააღმდეგ შემთხვევაში, არ განიხილება თქვენი განაცხადი. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

კანდიდატების შერჩევა ხორციელდება გასაუბრების საფუძველზე.

გაითვალისწინეთ, სამოტივაციო წერილის გარეშე კანდიდატის რეზიუმე არ განიხილება.

Prime Legal წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე