მაღაზიის მენეჯერი - სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი - სტაჟირება
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
ევროპროდუქტი დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Elpozo და სხვა, ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან გახსნა საკუთარი მარკეტების ქსელი.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

ვაკანსიის დასახელებ: ანაზღაურებადი სტაჟირება მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო დრო: ნახევარი განაკვეთი

კომპანია გთავაზობთ:

** დააკვირდეთ და თავად გახდეთ საინტერესო და დინამიკური პროცესებს მონაწილეები;
** მიიღოთ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება ამ სფეროს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში საქართველოს ბაზარზე;
** იმუშავოთ გამოცდილ და მაღალკვალიფიციურ გუნდთან ერთად;
** გქონდეთ აზრის გამოხატვის თავისუფლება და თქვენი ინიციატივების თამამად გამოთქმის საშუალება;
** სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტაბილურ, საინტერესო და განვითარების უპირობო პერსპექტივის მქონე სამუშაო ადგილს მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.
** საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია კანდიდატი იყოს ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ეკონომიკის და სხვა მომიჯნავე ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული;
** კანდიდატი უნდა ფლობდეს სტანდარტულ საოფისე პროგრამებს (Word, Excel);
** სტაჟირება ან გამოცდილება მსგავსი მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.
** სხვა მოთხოვნები/პიროვნული თვისებები:
** აუცილებელია კანდიდატი იყოს ორიენტირებული კარიერულ ზრდასა და განვითარებაზე;
** იყოს ყურადღებიანი, კონცენტრაციისა და კონკრეტულ დავალებაზე მობილიზების კარგი უნარით;
** ჰქონდეს პასუხისმგებლობის გამორჩეულად მაღაზი გრძნობა;
** ჰქონდეს ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი.

კანდიდატების შერჩევის ეტაპები:

** ტესტირება;
** გასაუბრება.

თუ თვლით, რომ აღნიშნული ვაკანსია თქვენზეა მორგებული, გადმოგზავნეთ CV/რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე hr@europroduct.ge და Subject-ის ველში მიუთითეთ შემდეგი "ანაზღაურებადი სტაჟირება მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე".

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე