ბიზნეს ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ვაბაკო
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
"ვაბაკო" სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე, განსხვავებულ პროფესიონალებს. მზად ვართ მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისათვის.

ვეძებთ ბიზნეს ანალიტიკოსს, რომელთან ერთად შევქმნით მაღალი ხარისხის პროგრამულ პროდუქტებს.

ძირითადი სამუშაო:

** კლიენტის მიერ დასმული ამოცანებისა და პროცესების ანალიზი, სტრუქტურირება და დოკუმენტირება;
** პროგრამული პროდუქტის კონცეფციის შემუშავება და დოკუმენტირება;
** პროგრამული პროდუქტის კონცეფციის შეთანხმება კლიენტთან და პროდუქტის მფლობელთან;
** შეთანხმებული კონცეფციის გადაცემა საპროექტო გუნდისათვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით ან ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში ან ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
** ანაზღაურება: 800 - 1, 000 ლარი ხელზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

თქვენ მიერ ჩვენთან გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "ვაბაკოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Business Analyst.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე