მოლარე, კონსულტანტი - ღამის ცვლა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე, კონსულტანტი - ღამის ცვლა
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
სუპერმარკეტების ქსელი "ფრესკო" აცხადებს ვაკანსიას ღამის მოლარის და ღამის კონსულტანტის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს.

ანაზღაურება: 400 ლარიდან + ბონუსები

ღამის მოლარის მოვალეობები:

** მომხმარებლის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება;
** მომხმარებელთან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება, კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** სალარო ოპერაციების გამართულად და კომპანიის სტანდარტების შესაბამისად წარმოება;
** მომხმარებლისათვის დამატებითი მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;

ღამის კონსულტანტის მოვალეობები:

** მომხმარებლის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება;
** კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ადგილმდებარეობის, ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ;
** მომხმარებლის რაოდენობის ზრდისა და გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებლისათვის დამატებითი მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სექციაში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა;
** კომპანიის ადმინისტრაციისა და უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** ​პასუხისმგებლიანობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@fresco.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 571442424; 598119331; 597955832.

გისურვებთ წარმატებებს!

სუპერმარკეტების ქსელი "ფრესკო"
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
ტელ: + 995 32 2 907 907
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე