იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს - იურიდიული და საადვოკატო მომსახურების გაწევა ფიზიკური პირებისათვის.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის კლიენტების მხარდაჭერა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საკითხებში;
** კომპანიის კლიენტებისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა, მოლაპარაკებების წარმოება, საქმეების დეტალური შესწავლა და სამართლებრივი დოკუმენტაციების მომზადება;
** კომპანიის კლიენტების ინტერესების წარდგენა და დაცვა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოში;
** კომპანიის კლიენტების საქმეების სამართლებრივი შესწავლა, გადაწყვეტილებების გზების დასახვა და განხორციელება;
** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის: განცხადებების, სარჩელის, შესაგებლის, შუამდგომლობის მომზადება;
** საკანონმდებლო სიახლეების გაცნობა და ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურიდიულ კომპანიაში იურისტის პოზიციაზე
** უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია სამოქალაქო განხრით)
** ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების (სამოქალაქო, ადმინისტრაციული) დამადასტურებელი სერთიფიკატის ფლობა
** ინგლისური ენის ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00-დან 19:00 სთ-მდე) ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო ადგილი: თბილისი

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: Georgia.Law@AdaptiveRecruitment.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "იურისტი". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე