IT სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT სპეციალისტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** IT პროექტების დაგეგმვა და პროექტის მართვის სტრატეგიის დასახვა;
** პოტენციური პროგრამული გადაწყვეტილებების შეფასება, რისკების განსაზღვრა და მონიტორინგი, პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი რესურსების და ვადების გაწერა, სამუშაო ჯგუფისათვის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება, მათთან დეტალური კომუნიკაცია და შესრულების კონტროლი, დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური თანამშრომლობა და პროექტის სტატუსის შესახებ მუდმივი კომუნიკაცია, პროექტის ფარგლებში წამოჭრილი პრობლემის იდენტიფიკაცია და გადაჭრის გეგმის შემუშავება;
** აღნიშნული მიმართულებით მიმდინარე ბიზნეს მოთხოვნების და კომპანიის სტრატეგიის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და პერიოდული ანგარიშების მომზადება.
** საინფორმაციო სისტემების გამოყენებით შექმნილი რისკების შემოწმება;
** ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მიმდინარე პროცესების და ტექნოლოგიების აუდიტის განხორციელება;
** სერვერების მართვა;
** კომპიუტერული ტექნიკის მხარდაჭერა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ოპერაციული სისტემების ინსტალაცია;
** ლოკალური ქსელის კაბელირება და მხარდაჭერა;
** პერიფერიული აპარატურის კომპიუტერებზე კონფიგურაცია;
** მომხმარებლებისთვის დისტანციური ან/და ლოკალური დახმარება;
** არსებულ საგზაო ტექნიკაზე GPS მოწყობილობის მართვა და შესაბამისი რეპორტების შედგენა;
** ინტერნეტ ტელეფონის მართვა;
** კომპანიაში ახალი ტექნიკის საჭიროების განსაზღვრა/შეძენა;
** ყოველდღიურ სამომხმარებლო ტიპის პრობლემებზე რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია IT პროექტების მართვის სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა სრულყოფილად;

უნარ-ჩვევები:

** კარგი ანალიტიკური უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი.

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი
ანაზღაურება - შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hrcompany.vacancy1@gmail.com 2020 წლის 25 ივნისის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება " IT სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე