მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00

ძირითადი ფუნქციები:

** მარკეტინგული აქციების და კამპანიების ეფექტურობის შეფასება;
** გაყიდვების ანალიზი და ანალიზის საფუძველზე გაყიდვების პროგნოზირება;
** დეპარტამენტის ჭრილში სხვადასხვა სახის ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი;
** ანგარიშგებების შემუშავება და წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან ფინანსების მიმართლებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** MS Office (MS Excel ცოდნა მაღალ დონეზე);
** სასურველია სტატისტიკის / სოციოლოგიის საბაზისო ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: hr@orinabiji.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10 ივნისი, 2020 წელი.

"ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე