მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: SKA Juice Bar
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
"სკა ჯუს ბარი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

მთავარი პასუხისმგებლობა: "სკას" სამზარეულოში ხარისხიანი პროდუქტის მომზადება და საქმის ეფექტურად შესრულება.

ძირითადი მოვალეობები:

** მენიუს შემადგენლობების და მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა;
** პროდუქტის მაღალი ხარისხით, არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით დროულად მომზადება;
** ნედლეულის და მზა პროდუქტების სტანდარტების მიხედვით შენახვა და დასაწყობება;
** მაცივრების და სხვა დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა ნებისმიერ დროს;
** მთავარი მზარეულისთვის დახმარების გაწევა სხვადასხვა სახის პროდუქტის მომზადების დროს;
** აქტიურ სამუშაო გარემოში დროის ეფექტურად მართვა და ორგანიზებულობა;
** ჰიგიენის და სისუფთავის მაღალი სტანდარტების დაცვა;
** მუდმივი ტრენინგი, დისციპლინა და განვითარება.

საჭირო უნარები:

** რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების და კონტროლის უნარი;
** სწრაფად მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ბენეფიტები:

** მეგობრული სამუშაო გარემო;
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი - სწავლის და მუშაობის შეთავსება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სტარტაპში მონაწილეობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: ana@skagroup.ge

საკონტაქტო ტელეფონი: 599 988585.

კონცეფციაზე უკეთესი წარმოდგენის შექმნისთვის იხილეთ ვიდეო: https://www.facebook.com/skajuicebar/videos/527486004689257/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე