გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Beton Service
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
კომპანია "ბეტონ-სერვისი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

** პოტენციური კლიენტების მოზიდვა, მათთან დაკავშირება და შეხვედრების ორგანიზება;
** დამკვეთის მოთხოვნების შესწავლა/ფორმირება და შეთავაზებების ჩამოყალიბება;
** გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან;
** პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის მომსახურების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
** პირდაპირი გაყიდვების წარმოება პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრებისა და პრეზენტაციების საშუალებით;
** გაყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება;
** ბაზრის, კონკურენტების მონიტორინგი და ანალიზი, სტატისტიკის მომზადება;
** კომპანიის პიარ და მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა.
** შესრულებულ სამუშაოზე ანგარიშგების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია უცხო ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** გაყიდვების ტექნიკების ცოდნა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** გამართული წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი).
ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად.
გამოსაცდელი ვადა: ორი კვირა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე თანდართულ ფოტოსურათთან ერთად, ელფოსტაზე: info@betonservice.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე