ადმინისტრატორი/მომხმარებელთა მრჩეველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი/მომხმარებელთა მრჩეველი
მომწოდებელი: ჯი-თი მოტორსი
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
შპს "ჯი-თი მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის/მომხმარებელთა მრჩეველის თანამდებობაზე.

კომპანია "ჯი-თი მოტორს"-ი წარმოადგენს საავტომობილო ბრენდების - Jaguar Land Rover, Ford, Suzuki ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში.

ადგილმდებარეობა: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155;
სამუშაო განაკევითი: კვირაში 6 დღე (10:00სთ. - 18:00სთ. დასვენების დღე კვირა);

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შეუქმნას მომხმარებელს დადებითი შთაბეჭდილება და თავი აგრძნობინოს კომფორტულად;
** გარკვევით და გასაგებად დაამყაროს მომხმარებელთან კომუნიკაცია, დაუსვას შეკითხვები, გააანალიზოს მისი მოთხოვნები და უზრუნველყოს შემდგომი გადამისამართება გუნდის შესაბამის წევრთან ან დეპარტამენტთან;
** უზრუნველყოს შემოსული მომხმარებლის მიცილება შესაბამის პერსონალამდე;
** აუცილებელი ლოდინის შემთხვევაში შესთავაზოს სტუმარს/მომხმარებელს გამაგრილებელი სასმელი, ჩაი, ყავა;
** ეფექტურად წარმართოს სატელეფონო საუბრები;
** ჩაინიშნოს და დაარეგისტრიროს მომხმარებლის შესახებ საჭირო ინფორმაცია შიდა პროგრამაში;
** ყოველი დღის ბოლოს სერვისიდან მიიღოს ინფორმაცია მომავალი სამი დღის დატვირთულობის შესახებ, წინასწარი ჩაწერის ეფექტურად განხორციელების მიზნით;
** შეინარჩუნოს მომხმარებელთან კონტაქტი მათი მომსახურების დასრულების შემდგომაც, რათა დარწმუნდეს მის კმაყოფილებაში (აწარმოოს სერვისის შემდგომი გამოკითხვა);
** დაიცვას ბრენდის მიერ დადგენილი სტანდარტები;

აუცილებელი მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
** MS Office პროგრამების სამუშაო დონეზე ფლობა;
** მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი;
** დაგეგმვის და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით მისამართზე vacancy@gtmotors.ge და საგნის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან,

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე