მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
მაღაზიათა ქსელ "ზღაპარს" უკვე აქვს 24 ფილიალი და აქტიურად განვაგრძობთ განვითარებას მომხმარებელთა გაზრდილი მოთხოვნის საფუძველზე.

ჩვენი წარმატების საიდუმლო ის გუნდია, რომელიც გამოირჩევა აქტიურობითა, და განვითარებაზე ორიენტირებულობით.

თქვენც გთავაზობთ შემოგვიერთდეთ მოლარის პოზიციაზე (სამუშაო ადგილს შემოგთავაზებთ სახლთან ახლოს ან უზრუნველვყოფთ თქვენს ტრანსპორტირებას).

ფუნქცია-მოვალეობები:

** მხოლოდ სალარო ოპერაციების წარმოება (მომხმარებელთან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება.
** სალაროსთან განლაგებული პროდუქციის შევსებაზე ზრუნვა.
** სალაროსთან არსებულ სავაჭრო დახლზე სისუფთავის დაცვის კონტროლი.

ჩვენთან მოლარეს არ მოეთხოვება:

** სხვადასხვა პროდუქციის სექციების შევსებაზე ზრუნვა
** საწყობიდან ტვირთის გამოტანა.
** სავაჭრო დარბაზში სისუფთავის დაცვა.

მოთხოვნები:

** ასაკი - 18 წლიდან.
** გამოცდილება-სასურველია apex-ში მუშაობის
** დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურეობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი-ორცვლიანი (ცვლაში 8 საათი)
** დასვენების დღე: კვირაში ერთი დღე ურთიერთშეთანხმებით.

შეავსეთ აპლიკაცია: http://zgapari.ge/career/ ან გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@zgapari.ge არაუგვიანეს 2020 წლის 19 ივნისისა.

არ დაგავიწყდეთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე