გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის "ნიკორა სუპერმარკეტის" და "ლიბრეს" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 300-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს საქართველოს მასშტაბით.

კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 5000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტებისათვის ვიზუალური კონცეფციის შემუშავება
** სარეკლამო მასალების დიზაინის შექმნა
** საჭიროების შემთხვევაში, არსებული დიზაინის მოდიფიცირება
** ციფრული არხებისათვის ვიზუალური მასალის მომზადება
** ბეჭდვითი დიზაინის შექმნა და საბეჭდი ფაილების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** Adobe Photoshop და Adobe Illustrator პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შემოქმედებითი აზროვნება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გრაფიკული დიზაინერი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://nikora.ge/

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე