ბიზნესის განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნესის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ნუტრიმაქსი
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
"ნუტრიმაქსი" წარმოადგენს ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს, როგორც საქართველოს, ასევე ამიერკავკასიის ბაზარზე.

კომპანიის მისიაა ფერმერულ მეურნეობათა განვითარება და მათ წარმატებაზე ზრუნვა ხარისხიანი პროდუქციის, თანამედროვე ცოდნის მიწოდებისა და კვალიფიციური კონსულტაციების საშუალებით.

კომპანიის ვებ-გვერდი: http://nutrimax.ge/
Facebook-გვერდი: ნუტრიმაქსი.Nutrimax

კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის კვლევა: მომხმარებლების გამოცდილების და მოთხოვნების განსაზღვრა;
** მომხმარებლების ქცევის ანალიზი;
** მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება- შესაბამისი მოთხოვნის შექმნა;
** პროდუქტის შემუშავების სრული ციკლის ხელმძღვანელობა;
** მომხმარებლის მოთხოვნის და ბაზარზე არსებული კონკურენტების კვლევა;
** ახალი პროდუქტის კონცეფციის შემუშავება;
** პროდუქტის პოზიციონირების და პოპულარიზაციის სტრატეგიის შემუშავება;
** საფასო სტრატეგიის შემუშავება;
** პროდუქტის დანერგვა და პრომოუშენი;
** გაყიდვების სტატისტიკის მომზადება;
** ბაზარზე პროდუქტის პოზიციის ცვლილების მონიტრინგი;

დამატებითი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება: აუცილებელია პროექტების ან პროდუქტების დანერგვის კუთხით გამოცდილება;
** უცხო ენები: აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word, MS Power Point;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პრიორიტეტების განსაზღვრა
** ანალიტიკური აზროვნება
** გუნდური მოთამაშე
** ინიციატივის უნარი
** პრეზენტაბელური
** დარწმუნების უნარი
** პროცესების მართვა
** კარგი ვერბალური და წერითი უნარები
** ლიდერობა
** ანგარიშგება
** ანალიზის უნარი

რას გთავაზობთ?

** კარიერულ განვითარებას
** ტრანსპორტირებას
** კვებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას

დამატებითი დეტალები:

სამუშაო ადგილი: ზემო ფონიჭალა;
სახელფასო დიაპაზონი: 1500 ლარი + ბონუსი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2020 წლის 31 მაისის ჩათვლით, მისამართზე: hr@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბიზნეს განვითარების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე