საინვესტიციო სამსახურის უმცროსი პორტფელის მმართველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინვესტიციო სამსახურის უმცროსი პორტფელის მმართველი
მომწოდებელი: საპენსიო სააგენტო
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
სსიპ საპენსიო სააგენტო აცხადებს ვაკანსიას საინვესტიციო სამსახურის უმცროსი პორტფელის მმართველის (საინვესტიციო ანალიტიკოსის) პოზიციაზე.

საინვესტიციო სამსახურის ამოცანაა საპენსიო აქტივების ინვესტირება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად, საინვესტიციო ჰორიზონტში მათი რეალური ამონაგების მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესების სასარგებლოდ.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** ფასიან ქაღალდებში არსებული და პოტენციური ინვესტიციების ანალიზი
** ინვესტიციების ანალიზის შედეგად გამოვლენილი რისკების შეფასება და მათი განხილვა შესაბამის სამსახურებთან;
** ინვესტიციების შეფასების პროცესის კოორდინირება და დაგეგმვა;
** ბროკერებთან და ბაზრის სხვა მონაწილეებთან პირდაპირი ურთიერთობა, საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოთხოვნა და დამუშავება
** საინვესტიციო წინადადებების ფინანსური ანალიზი, ფულადი ნაკადების პროგნოზირება არსებული ტენდენციების და ბაზრის მოლოდინების გათვალისწინებთ
** ფინანსური მონაცემების დამუშავება, მათ შორის წლიური და კვარტალური ანგარიშგებების და მათი პროგნოზების, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო კრიტერიუმების მიხედვით
** საინვესტიციო გეგმების მომზადებასა და შესრულებაში დახმარება
** ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი, როგორც მიმდინარე ისე ისტორიული
** ორგანიზაციის შიგნით (საინვესტიციო, რისკების მართვის, იურიდიული, ადმინისტრაციული და სხვა) და გარეთ (ტექნიკური/საგადასახადო/იურიდიული კონსულტანტები, ბროკერები, გარე მენეჯერები, სპეციალიზებული დეპოზიტარი და სხვა) შესაბამის მხარეებთან კოორდინაცია, ინფორმაციის მოძიების და ინვესტიციების ანალიზის მიზნით, ტრანზაქციების დადგენილი ვადების დაცვით
** საინვესტიციო საქმიანობისთვის საჭირო ხელშეკრულებების მოლაპარაკების პროცესში მხარდაჭერა, იურიდიულ დეპარტამენტთან, გარე კონსულტანტებთან ერთად, და ხელშეკრულებების ხელმოწერის შემდგომი პროცესების მართვა
** საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული შიდა დოკუმენტების, პროცედურების, წესების მომზადებაში მონაწილეობა, მათი დახვეწა და მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა
** საინვესტიციო ანგარიშგების დაგეგმვა, მომზადება და შენახვა დადგენილი წესების მიხედვით
** საინვესტიციო საქმიანობაში, ანალიზში და ანგარიშგებაში გამოყენებული ფინანსური მოდელების შექმნა/აუდიტი/დახვეწა
** საინვესტიციო საბჭოს და სხვადასხვა კომიტეტის სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების დოკუმენტირება განსაზღვრული პროცედურების მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში. CFA, CAIA ან ACCA სერტიფიკატი ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად
** შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება
** აქტივების კლასების მაღალ დონეზე ცოდნა, როგორიცაა ფულის ბაზრის ინსტრუმენტები, ობლიგაციები, აქციები, ფონდები და დერივატივები
** პროექტებზე მუშაობის გამოცდილება სასურველია
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel, PowerPoint)
** საინვესტიციო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (Bloomberg, Reuters)
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა. რუსული ენის ცოდნა სასურველია.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული, ენერგიული, აქტიური და დისციპლინირებული
** ანალიტიკური უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა, წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი
** დინამიურ გარემოში მუშაობის და დათქმულ ვადებში დავალების შესრულების უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2020 წლის 8 ივნისის ჩათვლით თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: HR@pensions.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: უმცროსი პორტფელის მმართველი.

შერჩეულ კანდიდატებთან დაინიშნება გასაუბრება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე