კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: აკვალაინი
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
კომპანია "აკვალაინი" ეძებს ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატს კონსულტანტის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** არსებული საქონლის მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა;
** მომხმარებლის დახვედრა და საჭიროებისამებრ კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებლის საჭიროებების დადგენა;
** სასურველი პროდუქციის პარამეტრების და ფასის გაცნობა მომხმარებლისთვის;
** საჭირო პროდუქციის არარსებობის შემთხვევაში ალტერნატიული პროდუქციის შეთავაზება;
** პროდუქციის შერჩევის შემდგომ რეალიზაციის პროგრამულად გატარება;
** საჭიროებისამებრ ახალი კონტრაგენტის დამატება პროგრამაში სრული ინფორმაციის მითითებით.
** შოუ რუმში არსებული საქონლის განლაგების და სისუფთავის კონტროლი;
** ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** მომხმარებლებისთვის აქციისა და სპეციალური შემოთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** გაყიდვები სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ენების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word, MS Power Point;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** მულტიფუნქციური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გამართული წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებული;

პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 10:00-19:00.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, კარტოზიას ქ. 6.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: hr@aqualine.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე