ქსელების ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ქსელების ადმინისტრატორის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით;

კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT)
ანაზღაურება: შეთანხმებით;
მდებარეობა: ქ. თბილისი.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელიც იქნება პროფესიონალი, პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ფუნქციები:

** ზემდგომ ხელმძღვანელ პირთან შეთანხმებით ამუშავებს გეგმებს, სახავს ამოცანებს და უზრუნველყოფს დასახული ამოცანების შესრულებას;
** ახორციელებს საკომუნიკაციო ინსფრასტრუქტურის და შესაბამისი სისტემების ინსტალაცია-კონფიგურირებას და აკეთებს უსაფთხოების მონიტორინგს;
** მონიტორინგს უწევს მომხმარებლების მიერ ინტერნეტის მიზნობრივ გამოყენებას;
** აკონტროლებს ქსელის წარმადობას და უზრუნველყოფს ქსელური რესურსების ეფექტურ გამოყენებას;
** კომპეტენციის ფარგლებში ერთვება მიმდინარე პროექტებში და ახორციელებს საჭირო ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფას;
** პერიოდულად აბარებს ანგარიშს ხელმძღვანელ პირს;
** კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს ზემდგომი ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებებსა და მითითებებს.

პასუხისმგებლობა:

** სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესაბამისად ახდენს სხვადასხვა დოკუმენტების, წარმოების მასალების, პროექტების, პროდუქტების შემუშავებას, ანალიზს და შესაბამისი დასკვების მომზადებას;
** დავალების შესრულების პროცესში, ახდენს ოპტიმალური ვარიანტების შერჩევას და კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმების გზით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლების ხარისხი: ბაკალავრი, სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;
** CCNA კურსის გავლის სერტიფიკატი;
** სასურველია CCNP ცოდნა;
** ქსელური სერვისების კონფიგურირება, ადმინისტრირება: EIGRP, OSPF, Cisco VPN, IPSec, GRE, L2, L3 Switching;
** ქსელის სამონიტორინგო სისტემების დანერგვის გამოცდილება;
** უპირატესობად ჩაეთვლება FortiGate ფაერვოლთან მუშაობის გამოცდილება.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომპლექსური აზროვნება;
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
** ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
** ხარისხზე ორიენტირება;
** პროდუქტიულობა;
** საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციისდასახელება - "ქსელების ადმინისტრატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე