ეკონომისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ეკონომისტი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ეკონომისტის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით;

კატეგორია: ეკონომიკური;
ანაზღაურება: შეთანხმებით
მდებარეობა: ქ. თბილისი.

თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით;

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში;

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** წარმოების მიმართულებით, დამზადებული პროდუქციის ფასწარმოქმნის აღრიცხვა;
** პროდუქციის და მომსახურეობის ნორმატიული კალკულაციების შედგენა;
** შრომითი, ენერგო და მატერიალური დანახარჯების ნორმატიულ მონაცემთა ბაზების წარმოება;
** პროდუქციის და მომსახურეობის კრებსითი კალკულაციების შედგენის და გასაცემი ფასების დადგენა;
** პროდუქციის ტიპების მიხედვით გასაცემი ფასების მონაცემთა ბაზების ფორმირების უზრუნველყოფა;
** ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ინჟინერიის მიმართულება ან/და სოციალური მეცნიერებების მიმართულება ეკონომიკის დარგი/სპეციალობით);
** არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიების ცოდნა;
** წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა;
** წარმოების დაგეგმარების საფუძვლების ცოდნა;
** ტექნიკურ და ტექნოლოგიურ დოკუმენტაციებზე მუშაობის ცოდნა;
** საკონსტრუქტორო ნახაზების ცოდნა;
** სხვადასხვა სამუშაოების (ჩარხ-დანადგარებზე მექანიკური დამუშავება, მეტალურგიული სამუშაოები, საამწყობო და სხვ.) შრომითი და ენერგო დანახარჯების ნორმირების ცოდნა.

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება -

"ეკონომისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე