მღებავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მღებავი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას მღებავის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: 700-დან 1500 ლარამდე დარიცხული ხელფასი (პროფესიული უნარების და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად);
მდებარეობა: ქ. თბილისი.

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით;

სამუშაოს დახასიათება:

** ზედაპირების შეღებვა, რომლებიც არ მოითხოვენ მაღალხარისხოვან დამუშავებას, საგოზავის წასმის შემდეგ, გრუნტის ფენას და მათ გაპრიალებას, სხვადასხვა გამაპრიალებელი მასალებით;
** დეტალების შეღებვა ამოვლების მეთოდით და ფუნჯით საგოზავისა და გრუნტის გარეშე;
** შესაღები ზედაპირების გაწმენდა ხენჯისაგან, კოროზიისაგან, ლაქ-საღებავების ნარჩენებისაგან, მტვრისა და სხვადასხვა ჭუჭყისგან ფუნჯით და საფხეკელებით;
** დეტალების გარეცხვა ტუტეებით, წყლით და გამხსნელებით;
** ზედაპირების მომზადება შესაღებად;
** ზედაპირების განცხიმვა, ალიფით დაფარვა და გრუნტით დაფარვა;
** ლაქ-საღებავი მასალების გაფილტვრა;
** შეღებილი ნამზადების შრობა;
** გაწმენდა და გარეცხვა გამოყენებული ინსტრუმენტების, ფუნჯების, ტრაფარეტების, ტარის, საღებავის გამფრქვევის, შლანგების;
** ლაქ-საღებავის მიღება და სამუშაო ადგილზე მიტანა;
** დეტალების, ნამზადების სპეციალურ მოწყობილობაზე ჩამოკიდება და მოხსნა შეღებვის შემდეგ;
** საღებავების, ლაქების, საგოზავების, გრუნტის და საცხებების შედგენა უფრო მაღალი კვალიფიკაციის მღებავის ხელმძღვანელობით.

უნდა იცოდეს:

** დეტალების შეღებვის მოქმედებები ამოვლების მეთოდით;
** ზედაპირის შეღებვისათვის მომზადების წესები;
** მოთხოვნები გასაწმენდი ზედაპირისადმი: კოროზიაზე, ხენჯზე და მისგან დაცვის საშუალებები;
** საღებავების, ლაქების, ემალის, გრუნტის, საგოზავის დასახელება და სახეები;
** საგოზავი მასალების შემადგენლობა;
** საშრობი კამერების და კარადების მომსახურების წესები და ნამზადების შრობის რეჟიმები;
** საღებავის ხელით მორევის მეთოდები;
** სამღებრო ინსტრუმენტის დანიშნულება და გამოყენება;
** გამოსაყენებელი ინსტრუმენტების, ფუნჯების სხვადასხვა ტიპის, ტარის და საღებავმფრქვევი აპარატების შემადგენლობა, გარეცხვის და გაწმენდის მეთოდები;
** ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები სამღებრო სამუშაოების ჩატარების პროცესში.

სამუშაოს მაგალითები:

** მარტივი კონფიგურაციის დეტალების კარკასები, გარსაცმების გაწმენდა, განცხიმვა, გრუნტით დაფარვა;
** სხმული დეტალები, კრონშტეინი, კორპუსები, განცხიმვა, გრუნტის ფენის წასმა;
** ღობეები, ჭიშკარი, გისოსების შეღებვა;
** აღჭურვილობის გაწმენდა ჟანგისაგან, დაგრუნტვა;
** სპეციალური ქანჩის გასაღები, ბრტყელტუჩა, მკვნევარები და სხვა ინსტრუმენტები - შეღებვა;
** გარსაცმი, ხუფი, კორპუსის დეტალები-განცხინვა;
** ლითონისა და ხის კონსტრუქციების გაწმენდა, განცხიმვა, გრუნტის ფენის წასმა;
** ფოლადის კონსტრუქციების გაწმენდა კოროზიისაგან, ზეთის ლაქებისაგან;
** მილები სხვადასხვა დიამეტრის დაგრუნტვა;
** ხელსაწყოთა ყუთები (ლითონური და არალითონური) შემფუთავის გაწმენდა, განცხიმვა;
** ფოლადების მომჭერები, საკეტები, დამხშობების გარე ზედაპირის დაგრუნტვა და შეღებვა.

მოთხოვნები:

უნდა ქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომპლექსური აზროვნება
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი
** ხარისხზე ორიენტირება
** პროდუქტიულობა
** საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მღებავი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე