მეთუნუქის მოსწავლე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მეთუნუქის მოსწავლე
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" "მეთუნუქე"-ს პროფესიის შესწავლის და შემდგომი დასაქმების მიზნით აცხადებს მიღებას, მეთუნუქეს მოსწავლის პოზიციაზე.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება მოსწავლედ ყოფნის პერიოდში: 522 ლარი დარიცხული ხელფასი;
მდებარეობა: ქ. თბილისი.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ პერსონალს, რომელსაც სურს აითვისოს "მეთუნუქე"-ს პროფესია.

ანაზღაურებადი სასწავლო პერიოდის ვადა მოიცავს 2 თვემდე პერიოდს, აღნიშნული პერიოდი მოსწავლისთვის ჩაითვლება საგამოცდო პერიოდად. საგამოცდო პერიოდის განმავლობაში დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში ორგანიზაციაში შემდგომი დასაქმების მიზნით მოსწავლეს მიენიჭება პროფესია, პროფესიის მიხედვით შესაბამისი კლასი და გაუფორმდება შრომითი ხელშეკრულება მინიჭებული კლასის შესაბამისი ანაზღაურების მიხედვით.

სამუშაოს დახასიათება პროფესიის ათვისების შემდეგ:

** მარტივი ნაკეთობების დამზადება ფურცლოვანი ლითონებისა და წნეხილი პროფილებისაგან ნახაზების, თარგების და ნიმუშების მიხედვით;
** ფურცლოვანი მასალის ხელით სწორხაზოვანი ჭრა და ყველა ზომის ფასონური ნამზადების ჭრა თარგებით და მონიშვნით;
** მარტივი დეტალების მრუდხაზოვანი ჭრა თხელფურცლოვანი და საბურულეფოლადებისაგან ამძრავ ჩარხებზე;
** სწორხაზოვანი ნარიმანდების ღუნვა;
** მცირე და მსხვილგაბარიტიანი დეტალების და ნაკეთობების სწორება;
** ფურცლოვანი მასალის და ნამზადის მოწვა;
** ნახვრეტების ბურღვა კონდუქტორის მეშვეობით და მონიშვნით;
** დეტალების გადაჭრა, მოქლიბვა და გასუფთავება;
** მარტივი დეტალების და ნაკეთობების მირჩილვა;
** ​არართული გარსაცმების და დამცავი შემოღობვის დაყენება და გაწყობა;
** რთული და განსაკუთრებულად რთული მეთუნუქის სამუშაოს შესრულება უფრო მაღალი კვალიფიკაციის მეთუნუქის ხელმძღვანელობით.

სამუშაოს მოთხოვნები:

უნდა ქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** გამოცდილების გარეშე, სასურველია შესაბამის სფეროში 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნარები:

** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** კომუნიკაცია;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "მეთუნუქეს მოსწავლე"-ს პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე