კალატოზი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კალატოზი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას, კალატოზის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: მშენებლობა
ანაზღაურება: 700-დან 1500 ლარამდე დარიცხული ხელფასი (პროფესიული უნარების და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად);
მდებარეობა: ქ. თბილისი.

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით;

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** ქვის სამუშაოების შესრულება წყობისა და რემონტის დროს შენობების, ხიდების, საწარმოო და ჰიდროტექნიკური ნაგებობების ქვის კონსტრუქციებში;
** იატაკის ლაგების ქვეშ აგურის ბოძის აშენება-მოწყობა;
** დუღაბის ხელით მომზადება;
** აგურის გაწმენდა დუღაბისაგან;
** აგურისა და ბუტო წყობაში ხვრელებისა, ნაღარებისა და ნახვრეტების განგრევა ხელით;
** ბუტო ფუნდამენტების დაშლა ხელით, აგრეთვე აგურის წყობის კედლებისა და ბოძების;
** არხებისა და კოლოფების შევსება ფხვნილისებური ან მინერალური ბამბის მასალისაგან;
** ჩაბმა კონტეინერების, ქვეშების, რკინა ბეტონის ნაწარმის და სხვა მცირე წონიანი ტვირთის ინვენტარული კავით სამონტაჟო კავზე, ანჯამაზე ჩანგალზე და ა.შ.

უნდა იცოდეს:

** კედლის მასალების ძირითადი სახეები;
** დუღაბის მომზადების წესები;
** წყობაში ხვრელებისა და სვეტების დაშლის წესები;
** კავებისა და ჩასაბმელი მოწყობილობების სახეები;
** სატეკელაჟო მოწყობილობების ძირითადი სახეები;
** მცირე წონის ტვირთების გადაადგილებისა და დასაწყობების წესები.

სამუშაოს მაგალითები:

** დუღაბის ხელით მომზადება-კომპონენტების შერჩევა და დოზირების -რეცეპტის ცოდნა;
** აგურის გაწმენდა დუღაბისაგან-ღოჯისა და მძიმე წონის ჩაქუჩის სწორად ხმარება;
** სიმაღლეზე სამუშაოების შესრულება-ასაწყობი ხარაჩოების სწორად გამოყენება, დუღაბისა და ქვის მასალის სიმაღლეზე მიწოდების წესები;
** დუღაბის სახეები-იცოდეს ცემენტის, თაბაშირის, კირის, კირ-ცემენტისა და თიხა-ცემენტის დუღაბების დოზირება-მომზადება;
** კედლის მასალების ძირითადი სახეები-იცოდეს ასაშენებელი ტიხარ-კედლების მასალები-აგური, მცირე ზომის სამშენებლო ბლოკი, ტიხრის ფილა, ღობექვა და სხვა;
** მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება - აგურისა და ბუტო წყობაში ხვრელების, ნახვრეტების გაკეთება;
** სატეკელაჟო მოწყობილობის ძირითადი სახეები, მცირე წონის ტვირთების გადაადგილებისა და დასაწყობების წესები.

მოთხოვნები:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომპლექსური აზროვნება;
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
** ხარისხზე ორიენტირება;
** პროდუქტიულობა;
** საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "კალატოზი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე