ინჟინერ ენერგეტიკოსის მოსწავლე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერ ენერგეტიკოსის მოსწავლე
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" "ინჟინერ-ენერგეტიკოსი"-ს პროფესიის შესწავლის და შემდგომი დასაქმების მიზნით, აცხადებს მიღებას ინჟინერ ენერგეტიკოსის მოსწავლის პოზიციაზე.

კატეგორია: ენერგეტიკა;
ანაზღაურება მოსწავლედ ყოფნის პერიოდში: 522 ლარი დარიცხული ხელფასი;
მდებარეობა: ქ. თბილისი.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ პერსონალს, რომელსაც სურს აითვისოს "ინჟინერ-ენერგეტიკოსი"-ს პროფესია.

ანაზღაურებადი სასწავლო პერიოდის ვადა მოიცავს 2 თვემდე პერიოდს, აღნიშნული პერიოდი მოსწავლისთვის ჩაითვლება საგამოცდო პერიოდად. საგამოცდო პერიოდის განმავლობაში დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში ორგანიზაციაში შემდგომი დასაქმების მიზნით მოსწავლეს მიენიჭება პროფესია, პროფესიის მიხედვით შესაბამისი კლასი და გაუფორმდება შრომითი ხელშეკრულება მინიჭებული კლასის შესაბამისი ანაზღაურების მიხედვით.

სამუშაოს დახასიათება პროფესიის ათვისების შემდეგ:

** ევალება ტექნოლოგიური დანადგარებისათვის: ელექტრო ქსელების, ჰაერისა და წყლის ქსელების მიყვანა და სხვა საჭირო კომუნიკაციების გაყვანა, ადგენს მათთვის საჭირო მასალებისა და მოწყობილობების ნუსხას;
** ადგენს გეგმარებს და უზრუნველყოფს საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის შემუშავებას და ნახაზების შედგენას დაგეგმილი სამუშაოების შესაბამისად;
** ევალება ტექნიკური დოკუმენტაციის აღრიცხვისა და შენახვის უზრუნველყოფა (ჩარხდანადგარების პასპორტები, ენერგომომარაგების ქსელების ნახაზები და სხვა);
** ხელმძღვანელობს ელექტრო მოწყობილობების ტექნიკური ექსპლუატაციისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესებით, ელექტრო დანადგარების მოწყობის წესებით. მონაწილეობას ღებულობს მუშებისთვის ტექნიკური უსაფრთხოების ინსტრუქტაჟის ჩატარებაში;
** ხელმძღვანელობს ქვეყანაში მოქმედი სახელმწიფო სტანდარტებით, შესაბამისი კანონდებლობით და წესებით, ტექნოლოგიური პროცესებით, ნახაზებით და სხვა ნორმატიული დოკუმენტებით;
** კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებებსა და მითითებებს.

სამუშაოს მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ინჟინერიის მიმართულებით);
** გამოცდილების გარეშე, სასურველია შესაბამის სფეროში 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება.
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საინჟინრო ტექნიკური საგნების ცოდნა ენერგეტიკულ დარგში;
** ქვეყანაში მოქმედი სახელმწიფო სტანდარტების, ტექნოლოგიური პროცესების, ნახაზებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების ცოდნა.

უნარები:

** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** კომუნიკაცია;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "ინჟინერ-ენერგეტიკოსის მოსწავლე"-ს პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე