ზეინკალ-მილგამყვანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ზეინკალ-მილგამყვანი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ზეინკალ-მილგამყვანის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: 700-დან 1500 ლარამდე დარიცხული ხელფასი (პროფესიული უნარების და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად);
მდებარეობა: ქ. თბილისი.

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით;

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში;

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** სანტექნიკური მოწყობილობების მონტაჟი და რემონტი;
** იოლი სამუშაოების ჩატარება ცენტრალური გათბობის სისტემების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, გაზით მომარაგების და სანიაღვრე კანალიზაციის წყალმიმღებების მონტაჟის დროს;
** მილების, ფიტინგების, ფასონურინაწილების, არმატურისა და სამაგრი საშუალებების დახარისხება;
** შუასადებების დამზადება ზომების მიხედვით და მათი დაყენება;
** ქანჩებისა და ჭანჭიკების ხრახნების მორგება, მათი დაკომპლექტება;
** საჭდების დამზადება;
** დამხმარე მასალების მომზადება;
** მილსადენის გადასახსნელის წინა ქანჩთან დაკომპლექტება, ქანჩების ჭანჭიკებთან დაკომპლექტება;
** დამცავი საცობების დასახშობების დაყენება და მოხსნა მილებზე;
** მილგაყვანილობის ცალკეული კვანძების დაშლა;
** ჩასარეცხი ავზაკების რეგულირება;
** სანიტარულ-ტექნიკური მოწყობილობების, მილების და სხვა დეტალების ტრანსპორტირება;
** კონსტრუქციებში ხვრელის გაბურღვა ან განგრევა;
** სანტექნიკური მოწყობილობების და მილების სამაგრების დაყენება და დამაგრება.

უნდა იცოდეს:

** სანიტარულ-ტექნიკური დანადგარების, მოწყობილობების და მასალების დანიშნულება და სახეობები;
** მილების, ფიტინგების, ფასონურინაწილების, არმატურის და სამაგრი მოწყობილობების სორტამენტი;
** საზეინკლო ინსტრუმენტების სახეობები, დანიშნულება და გამოყენების წესები;
** მილების დიამეტრის, ფიტინგების, არმატურის და შუასადები მასალების გაზომვის ხერხები;
** პოლიპროპილენის მილების გადაბმის წესები;
** პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესები;
** ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების წესები;
** საწარმოო სანიტარიის და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესები.

სამუშაოს მაგალითები:

** სასმელი წყლის და კანალიზაციის მილების გასაყვანად და მილების დაზიანების ადგილის საპოვნელად მიწის სამუშაოების შესრულება;
** ხის, აგურის და ბეტონის კედელში ხვრელების გაბურღვა, განგრევა მილების გასაყვანად;
** სანტექნიკური მოწყობილობების და მილების სამაგრების დაყენება და დამაგრება;
** დაზიანებულ მილზე ცალუღის დაყენება;
** შემრევის, ვენტილის და ონკანის შუასადების დამზადება და გამოცვლა;
** კანალიზაციის მილების აწყობა;
** ონკანების გამოცვლა;
** მწყობრიდან გამოსული მარტივი სანიტარულ ტექნიკური მოწყობილობების გამოცვლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება;
** უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება.

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ზეინკალ-მილგამყვანი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე