ელექტრომონტიორის მოსწავლე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრომონტიორის მოსწავლე
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა", "ელექტრომონტიორი"-ს პროფესიის შესწავლის და შემდგომი დასაქმების მიზნით აცხადებს მიღებას, ელექტრომონტიორის მოსწავლის პოზიციაზე

კატეგორია: ენერგეტიკა;
ანაზღაურება მოსწავლედ ყოფნის პერიოდში: 522 ლარი დარიცხული ხელფასი;
მდებარეობა: ქ. თბილისი.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ პერსონალს, რომელსაც სურს აითვისოს "ელექტრომონტიორი"-ს პროფესია.

ანაზღაურებადი სასწავლო პერიოდის ვადა მოიცავს 2 თვემდე პერიოდს, აღნიშნული პერიოდი მოსწავლისთვის ჩაითვლება საგამოცდო პერიოდად.საგამოცდო პერიოდის განმავლობაში დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში ორგანიზაციაში შემდგომი დასაქმების მიზნით მოსწავლეს მიენიჭება პროფესია, პროფესიის მიხედვით შესაბამისი კლასი და გაუფორმდება შრომითი ხელშეკრულება მინიჭებული კლასის შესაბამისი ანაზღაურების მიხედვით.

სამუშაოს დახასიათება პროფესიის ათვისების შემდეგ:

** ელექტრომოწყობილობების რემონტის და მომსახურებისას ცალკეული მარტივი სამუშაოების შესრულება, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ელექტრომონტიორის ხელმძღვანელობით;
** გამანაწილებელი კარადების, კლემების, დამცავი ფარების, განათების არმატურის მონტაჟი და რემონტი;
** ელექტრომოწყობილობების გაწმენდა, გაქრევა შეკუმშული ჰაერით, ნაწილობრივ დაშლით, გარეცხვით და გამშრალებით;
** კონტაქტების და მათი ზედაპირების გაწმენდა;
** 1000 ვოლტამდე სადენების დაცალკავება, შეერთება, იზოლირება და მირჩილვა;
** სადენების და კაბელების გაყვანა;
** ელექტრო მოწყობილობების რემონტის დროს უბრალო საზეინკლო, სამონტაჟო და სადურგლო სამუშაოების შესრულება;
** ელექტრო მოწყობილობების მიერთება, გამორთვა და უბრალო გაზომვების ჩატარება;
** ​პნევმატურ და ელექტრო ინსტრუმენტზე მუშაობა;
** იატაკიდან მართვადი უბრალო ამწე მექანიზმების გამოყენებით სატაკელაჟო სამუშაოების შესრულება;
** გამანაწილებელი ქსელების, ელექტრო ძრავების სტატორების და როტორების, ტრანსფორმატორის ხვიების, კაბელების შემყვანების და გამომყვანების იზოლაციის წინაღობის გაზომვა მეგომეტრით;
** მომსახურეობის უბანზე დამონტაჟებული ელექტრო მოწყობილობების დატვირთვის რეგულირება;
** ​არაფეთქებად საშიში არმატურის რემონტი და დაყენება;
** ელექტრო მოწყობილობების დათვალიერებაში, რემონტში და ტექნიკურ მომსახურებაში მონაწილეობის მიღება, მათი დაშლის, აწყობის, გაწყობის და მომსახურების სამუშაოების ჩატარებით;
** საკაბელო ტრასებისა და სადენების გაყვანაში მონაწილეობის მიღება;
** საიზოლაციო მასალების დამუშავება;
** უბრალო სქემებით ჩართული ელექტრო მოწყობილობების გაუმართაობის, შეუსაბამობის, დაზიანებების აღმოჩენა და აღმოფხვრა.

სამუშაოს მოთხოვნები:

უნდა ქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** გამოცდილების გარეშე, სასურველია შესაბამის სფეროში 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნარები:

** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** კომუნიკაცია;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "ელექტრომონტიორის მოსწავლე"-ს პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე